www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: გალერეა რუმ დიზაინი
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / განცხადების ვადა: 26 მაისი

გალერეა რუმ დიზაინი - კონცეპტუალური, მულტიბრენდული შოურუმი, სადაც წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული ბრენდების ინტერიერის მოსაწყობი და მოსაპირკეთებელი მასალების მრავალფეროვანი არჩევანი. ჩვენთან თითოეული მომხმარებელი იღებს პერსონალურ მომსახურებას კვალიფიციური კონსულტანტ-დიზაინერისგან.

აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომუნიკაციის წარმოება ადგილობრივ პარტნიორებთან - (ქართულად და ინგლისურად); შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციების მოწყობა
** კორპორატიული გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება: სამშენებლო დეველოპერულ სფეროში, სასტუმროები, ოფისები, კერძო ბინები, ინტერიერის მოსაპირკეთებელი და მოსაწყობი მასალებით და საშუალებებით
** ინტერიერის მოსაპირკეთებელი და მოსაწყობი მასალების რეალიზაციის სტიმულირება
** მომხმარებელთა მონაცემთა ბაზების შექმნა, დამუშავება მონიტორინგი და მუდმივი განახლება
** პოტენციურ მომხმარებლებთან ვიზიტის დაგეგმვა - პრეზენტაციის/შეთავაზების დამუშავება და მოსამზადებელი სამუშაოების კონტროლი; ასევე მათი ინდენტიფიკაცია და მართვა
** გაყიდვების გეგმის ჩამოყალიბება, სტატისტიკის მუდმივად წარმოება
** პრეზენტაციების მომზადება, პოტენციური დამკვეთებისთვის და დაგზავნა
** გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება
** ტენდერების მონიტორინგი, სატენდერო წინადადებების მომზადება
** ტენდერში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება, ხელშეკრულების გაფორმების ორგანიზება, შესრულების პროცესის მონიტორინგი; კონკურენტების
** საქმიანობის შესწავლა და ანალიზი
** მარკეტინგული აქტივობების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** რეპორტინგი/ანგარიშგების წარმოება
** პოტენციური კლიენტების მოზიდვა და მათთვის პროდუქტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება
** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობა, მათ მოთხოვნებზე მორგებული გადაწყვეტილებების შეთავაზება
** გადახდის და პროდუქციის მიწოდების მეთოდების განსაზღვრა დამკვეთთან შეთანხმებით
** შესაძენი პროდუქციის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება და დასტური. ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ
** არსებული მსგავსი პროდუქტების მუდმივი მონიტორინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული უნარები:

** სასიამოვნო, დახვეწილი სტილის ქალბატონი ან მამაკაცი.
** B2B გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** მსხვილ კლიენტებთან წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებების გამოცდილება
** ეფექტური მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის უნარი
** ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების უნარი
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე (Word, Excel, PowerPoint)
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა (აუცილებელი პირობა)
** სასურველია საკუთარი ავტომობილის ფლობა
** ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი
** განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
** ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა
** დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი
** ანგარიშგების მომზადების, საქმიანი კორესპონდენციის წერის უნარი
** პასუხისმგებლობის მქონე დაკისრებული ვალდებულებების მიმართ

დამატებითი ინფორმაცია:

ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული ხელფასისა და გამოცდილების მიხედვით, ასევე გაყიდვებიდან მიღებული პროცენტიდან.

სამუშაო დრო: ორშაბათი-შაბათი 10:00-19:00 საათები.

შერჩევის პროცესი ჩატარდება 2 ეტაპად:

** გასაუბრება
** მიცემული დავალების შესრულება

ჩვენ გთავაზობთ:

** უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ ტრეინინგ კურსებს და მივლინებებს ევროპის სხვადასხვა წამყვან ქვეყნებში;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** მზარდ ანაზღაურებას.
** სასიამოვნო და კომფორტულ სამუშაო გარემოს.

დამატებითი პირობები: გამოსაცდელი ვადა 1 - 3 თვემდე (ანაზღაურებადი)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმეები ელექტრონულ მისამართზე - ფოტოსურათით და სამოტივაციო წერილით: vacancy@roomdesign.ge და სათაურის ველში გთხოვთ აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: გაყიდვების მენეჯერი - Sale Manager.

ფოტოსურათის და ვაკანსიის დასახელების გარეშე გამოგზავნილი CV-ები არ განიხილება.

ვებ-გვერდი: http://www.roomdesign.ge | https://www.instagram.com/roomdesigngallery/?hl=pt

Facebook გვერდი: https://www.facebook.com/roomdesign.ge/

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა დროისთვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |