www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აკადემიური თანამდებობები - ჯანმრთელობის სკოლაში
მომწოდებელი: შოთაძის სახ. თბილისის სამედიცინო აკადემია
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / განცხადების ვადა: 27 მაისი

"პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია" (თსა) ერთ-ერთი პირველი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში. თსა დაარსდა 1992 წელს და წარმატების 28 წლიანი ისტორია აქვს.

თსა-ს მისია: "თსა, როგორც სტუდენტზე ორიენტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ინოვაციური მიდგომით და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ცოდნის გამოყენებით უზრუნველყოფს ეროვნული და საერთაშორისო ჯანდაცვის მიმართულებით პროფესიონალების მომზადებას. ამავდროულად, კვლევაზე დაფუძნებული აქტივობების განხორციელებით წვლილი შეაქვს საქართველოს საზოგადოების განვითარებაში."

თბილისის სამედიცინო აკადემია აცხადებს კონკურსს მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლებში შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

1. პლანეტარული ჯანმრთელობა - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
2. მიკრობიოლოგია - ასისტენტ- პროფესორი (1 ადგილი)
3. ლაბორატორიული მედიცინა - ასისტენტ- პროფესორი (1 ადგილი)
4. ქცევათმეცნიერება - ასისტენტი (1 ადგილი)
5. შინაგანი სნეულებები - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
6. მეანობა - გინეკოლოგია - ასოცირებული - პროფესორი (1 ადგილი)
7. ზოგადი ქირურგია - ასოცირებული - პროფესორი (2 ადგილი); ასისტენტ - პროფესორი (1 ადგილი)
8. ოფთალმოლოგია - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
9. ანატომია, ჰისტოლოგია, ემბრიოლოგია - ასისტენტ-პროფესორი (1 ადგილი)
10. ბიოქიმია, გენეტიკა - ასისტენტ-პროფესორი (1 ადგილი)
11. ფიზიოლოგია - ასისტენტ-პროფესორი (1 ადგილი)
12. ფარმაკოლოგია - ასისტენტ-პროფესორი (1 ადგილი)
13. ფსიქოლოგია - ასისტენტ-პროფესორი (1 ადგილი)
14. რადიოლოგია - ასისტენტ-პროფესორი (1 ადგილი)
15. ფსიქიატრია - ასისტენტ-პროფესორი (1 ადგილი); ასისტენტი (1 ადგილი)
16. ნევროლოგია - ასისტენტ-პროფესორი (1 ადგილი)
17. სასამართლო მედიცინა - ასისტენტ-პროფესორი (1 ადგილი)
18. საოჯახო მედიცინა - ასისტენტ-პროფესორი (1 ადგილი)
19. რეანიმატოლოგია და ანესთეზიოლოგია - ასისტენტ-პროფესორი (1 ადგილი)
20. ტოქსიკოლოგია და გადაუდებელი მედიცინა - ასისტენტ-პროფესორი (1 ადგილი)

კონკურსში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა წარმოადგინოს:

** განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმით (ივსება ადგილზე);
** პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
** ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე;
** ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე.

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:

** მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომების ასლები;
** პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი;
** სილაბუს(ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი სასურველია წარმოდგენილი იყოს თსა-ს მიერ დამტკიცებულ ფორმატში);
** ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია;
** კლინიკურ დეპარტამენტში არჩევის შემთხვევაში კონკურსანტს უნდა ჰქონდეს შესაბამის სპეციალობაში ექიმის სერტიფიკატი და უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში კლინიკური მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისურენოვანი პროგრამის განხორციელების შემთხვევაში სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა პროფესიულ დონეზე, დადასტურებული შესაბამისი სერტიფიკატით ან სწავლის/სწავლების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილებით.

ასისტენტ - პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:

** მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომების ასლები;
** სილაბუს(ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი სასურველია წარმოდგენილი იყოს თსა-ს მიერ დამტკიცებულ ფორმატში).
** კლინიკურ დეპარტამენტში არჩევის შემთხვევაში კონკურსანტს უნდა ჰქონდეს შესაბამის სპეციალობაში ექიმის სერტიფიკატი და უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში კლინიკური მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისურენოვანი პროგრამის განხორციელების შემთხვევაში სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა პროფესიულ დონეზე, დადასტურებული შესაბამისი სერტიფიკატით ან სწავლის/სწავლების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილებით;
** ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი.

ასისტენტის თანამდებობაზე მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

** მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომ(ებ)ის ასლები;
** დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა; კლინიკურ დეპარტამენტში
** არჩევის შემთხვევაში - კლინიკური მიმართულებით დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა.
** რეკომენდაცია შესაბამისი სამეცნიერო მიმართულების 1 პროფესორის/ასოცირებული პროფესორისაგან.

კონკურსში მონაწილეობის მიღების ყველა მსურველმა (მიუხედავად დასაკავებელი აკადემიური თანამდებობისა) სასურველია წარმოადგინოს:

** ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრანტო პროექტებში მონაწილეობის, აგრეთვე პროგრამების ავტორობის/თანაავტორობის დამადასტურებელი ცნობა;
** გამოსაქვეყნებლად მიღებული შრომების, სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების დედანი ან მათი ასლი;
** აკადემიური საბჭოს (ან მსგავსი ფუნქციის მქონე საბჭოების), ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა;
** სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობა, კონსულტანტობა, რეცენზენტობა;
** სამეცნიერო კონფერენციებსა და ტრენინგებში მონაწილეობა და სერთიფიკატების ფლობა (პროფესიულ საქმიანობაში);
** ჟურნალის რედკოლეგიის წევრობა, წიგნის/კრებულის რედაქტორობა (რეცენზენტობა);
** სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხელმძღვანელობა;
** ინგლისური ენის პროფესიულ დონეზე ცოდნის ან ინგლისურ ენაზე მიღებული განათლების ან ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
** ექიმის სერტიფიკატი შესაბამის საექიმო სპეციალობაში.

საბუთების მიღება იწარმოებს 2021 წლის 27-31 მაისს 11-დან 17 სთ-მდე პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი 51/2, III სართული, ოთახი 302. ტელ: 291 24 84; ელფოსტა hr@tma.edu.ge;

კონკურსი ჩატარდება 2021 წლის 09 ივნისს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |