www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: 1C ოპერატორი
მომწოდებელი: იბერია რეფრეშმენტსი
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / განცხადების ვადა: 26 მაისი

სს "იბერია რეფრეშმენტსი" - "პეპსიკოს" ბოთლერი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას დღის ოპერატორის თანამდებობაზე ფინანსების დეპარტამენტში.

ჩვენ ვართ "იბერია რეფრეშმენტსი" - "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი და დისტრიბუტორი საქართველოში. კომპანია ახორციელებს ადგილობრივ წარმოებას და დისტრიბუციას.

კომპანიის ძირითადი ბრენდებია: "პეპსის" სრული ასორტიმენტი (Pepsi, 7UP, Mirinda), ენერგეტიკული სასმელი "Max Power", ლიმონათი "Iberia", ჩიფსების კატეგორია: Lays, Doritos, Cheetos, და სხვა.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ორხევი, თეთრი ჰესის დასახლება.

ძირითადი მოვალეობები:

** 1C პროგრამაში სასაწყობე ოპერაციების ამსახველი მონაცემების გატარება;
** საწყობის ნაშთებთან დაკავშირებული ოპერაციების რეპორტინგი (ექსელის ფაილებში);
** ანალიტიკა საწყობის ეფექტურობის მაჩვენებლებზე სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით;
** სხვა საქმიანობასთან დაკავშირებული პროცესების მართვა.

განათლება და კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება;
** სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას ენიჭება უპირატესობა;
** სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები: პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა, სხარტი აზროვნება.

გრაფიკი: 18:300-დან 2:30-მდე (3/3 დღე ცვლებით).

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელფოსტის მისამართზე: hr@pepsi.ge. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში- "1C ოპერატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |