www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: იბისი წითელი
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / განცხადების ვადა: 27 მაისი

სასტუმროების ქსელი "სტადიუმ ჰოტელი - თბილისი" (Stadium Hotel - Tbilisi), არის საერთაშორისო ბრენდის, "აკორ ჰოტელსის" (Accor Hotels) წევრი კომპანია. "აკორ ჰოტელსი" თავის მხრივ, წარმოადგენს ერთერთ ლიდერ კომპანიას მოგზაურობისა და დასვენების ორგანიზების სფეროში, რომელიც წლის ნებისმიერ დროს, სთავაზობს სტუმრებს 4300-ზე მეტ საუკეთესო კურორტებზე დასვენების შესაძლებლობას.

სასტუმრო "იბისი წითელი", ქ. თბილისში, ახალი სასტუმროსათვის ეძებს ტალანტებს. იგი აცხადებს ვაკანსიას მზარეულის თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კერძების მომზადება წინასწარ განსაზღვრული კალკულაციის შესაბამისად;
** მენიუს შედგენაში მონაწილეობის მიღება;
** კერძების კალკულაციების გაკეთებაში მონაწილეობის მიღება;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მზარეულად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ევროპული და ქართული სამზარეულოს ცოდნა;
** სასტუმროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა;

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** გუნდური
** კომუნიკაბელური
** მოწესრიგებული
** ორგანიზებული

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელ-ფოსტაზე HA1L2-hr@accor.com და გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |