www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: გეზ მოტორსი
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / განცხადების ვადა: 27 მაისი

კომპანია "გეზ მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.

კორპორატიული გაყიდვების წარმომადგენლის პასუხისმგებლობა მოიცავს:

** არსებული და პოტენციური მომხმარებლებისთვის მყარი არგუმენტების გამოყენებით პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზება;
** არსებული და პოტენციური მომხმარებლების ხარჯ-სარგებლის ანალიზის ჩატარება;
** პოზიტიური საქმიანი ურთიერთობების შენარჩუნება მომავალი გაყიდვების უზრუნველსაყოფად;
** ახალი მომხმარებლების მოძიება, პროდუქციის შეთავაზება;
** მომხმარებელთა პრობლემებისა და საჩივრების ოპერატიულად გადაწყვეტა მომხმარებლის კმაყოფილების მაქსიმალურად გაზრდის მიზნით;
** გაყიდვების ძალისხმევის კოორდინაცია გუნდის წევრებთან და სხვა განყოფილებებთან.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** დადასტურებული სამუშაო გამოცდილება გაყიდვების წარმომადგენლად;
** MS Office-ის შესანიშნავი ცოდნა;
** BRM და CRM პრაქტიკასთან თუნდაც მცირე გამოცდილება და პროდუქტიული ბიზნეს ურთიერთობების დამყარების უნარი;
** მაღალი მოტივაცია და მიზანმიმართული გაყიდვების გამოცდილება;
** გაყიდვის, კომუნიკაციისა და მოლაპარაკების შესანიშნავი უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრა, დროის მენეჯმენტი და ორგანიზაციული უნარები;
** აუდიტორიის საჭიროებებზე მორგებული პრეზენტაციების შექმნისა და წარდგენის შესაძლებლობა;
** ურთიერთობების მართვის უნარები და უკუკავშირისადმი ღიაობა.

კომპანია დასაქმებულებს სთავაზობს:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს და მეგობრულ გუნდს კომპანიის ორივე ფილიალში;
** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
** ტრენინგებს საქართველოში;
** კორპორატიულ და გუნდურ ღონისძიებებს.

ვის ვეძებთ?!

ჩვენ ვეძებთ შედეგებზე ორიენტირებულ გაყიდვების წარმომადგენელს რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს, არსებული და პოტენციური მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, რათა უზრუნველყოს მომხმარებლის კმაყოფილება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@gezmotors.ge

FB: FB.COM/GEZMOTORS



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |