www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მენეჯმენტ კონსალტინგის უმცროსი ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ეისითი
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / განცხადების ვადა: 7 მაისი

ეისითი ეძებს სხარტი გონებისა და ანალიტიკური აზროვნების მქონე, ენერგიულ და ორგანიზებულ თანამშრომელს მენეჯმენტ კონსალტინგის უმცროსი ანალიტიკოსის პოზიციაზე. როგორც მენეჯმენტ კონსალტინგის ანალიტიკოსს, თქვენ გექნებათ საშუალება ასისტირება გაუწიოთ სენიორ კონსულტანტებს ბიზნესის სხვადასხვა სფეროში მრავალფეროვანი, მნიშვნელოვანი და კომპლექსური ამოცანების გადაჭრაში.

ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელსაც აქვს თვითრეალიზაციისა და მნიშნელოვანი საქმეების კეთების დიდი მოტივაცია, არის სხარტი, კრეატიული, და ამავე დროს სისტემური და ორგანიზებული. მისი ერთ-ერთი მთავარი უნარი უნდა იყოს მონაცემების "ალაპარაკება" - უნდა შეეძლოს როგორც თვისებრივი, ისე რაოდენობრივი მონაცემებიდან ინსაიტებისა და დასკვნების გაკეთება.
ის უნდა იყოს ძლიერი ემოციების მართვაში და ჰქონდეს კარგი (ზეპირი / წერითი) კომუნიკაციის უნარები, კარგად იცოდეს ექსელი და ფაუერ ფოინთი. კანდიდატს, როგორც ეისითიში მომუშავე ყველა თანამშრომელს, უნდა ჰქონდეს "შეუძლებელი არაფერია" დამოკიდებულება, რომ კლიენტის საჭიროებიდან გამომდინარე შეძლოს სწრაფი რეაგირება, მოქნილი გადაწყვეტილებების მიღება, დედლაინების დაცვა, კლიენტისთვის საუკეთესო შედეგების მოტანა და მისი სასიამოვნოდ გაოცება.

რისი გაკეთება მოგიწევს?

უმცროსი ანალიტიკოსი პროექტულ გუნდს ეხმარება კლიენტისთვის მისაწოდებელი ანგარიშების მომზადებაში, საჭირო მონაცემების ორგანიზებასა და ანალიზში, ანალიტიკური მოდელების შექმნაში. მისი სამუშაო მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგი პასუხისმგებლობებით:

კლიენტების მხარდაჭერა:

** სენიორ თანამშრომლების მხარდაჭერა კლიენტისთვის მისაწოდებელი მასალების მომზადებაში: შეთავაზება, ანალიტიკური ანგარიშები, პრეზენტაციები, ანალიტიკური მოდელები ექსელში სხვ.
** სენიორ თანამშრომლების მხარდაჭერა პროექტის მართვაში: ხელშეკრულება, პროექტის დაგეგმვა (რესურსები / ვადები) და გაწერა, სტატუს-რეპორტები, სხვ.
** შეხვედრებისა და სტრატეგიული ვორქშოფების ორგანიზება და ანგარიშების მომზადება.

მონაცემების მოძიება და ანგარიშგება

** ბიზნეს ამოცანის შესაბამისი მეორადი მონაცემების მოგროვება (კლიენტ კომპანიაში არსებული მონაცემების, თუ სხვა მეორადი მონაცემების), ორგანიზება და ანალიზი;
** ბიზნეს ამოცანების შესაბამისი პირველადი მონაცემების კვლევის დაგეგმვა ეისითის კვლევის დეპარტამენტთან ერთად და მიღებული შედეგების ანალიზი და დასკვნითი ანგარიშის მომზადება.
** ინტერვიუების ჩატარება კლიენტის ამოცანასთან დაკავშირებულ მხარეებთან (stakeholder-ებთან) კლიენტი კომპანიის შიგნით თუ გარეთ; მონაცემების მოგროვება, ორგანიზება, ანალიზი და ძირითადი მიგნებების გენერირება
** ანალიტიკური სამუშაოების საფუძველზე პრეზენტაციების მომზადება.
** სხვადასხვა სფეროში საბაზრო ტენდენციების ანალიზი და ბენჩმარკების მომზადება.

ანალიტიკური მოდელირება:

კლიენტის სხვადასხვა ამოცანების ანალიზისთვის სენიორ კონსულტანტების ასისტირებაა ექსელში ანალიტიკური მოდელების მომზადებაში: ფინანსური მონაცემები, ბაზრის სეგმენტაცია, პროდუქტების პორტფელის ანალიზი, cost-reduction მოდელები, თანამშრომელთა საკომპენსაციო მოდელები, სხვ.

რა ცოდნა და გამოცდილება დაგჭირდება?

** ბიზნეს ადმინისტრირება, მარკეტინგი (BA)
** კვლევის მეთოდოლოგიების საბაზისო დონეზე ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel და Power Point ძალიან მაღალ დონეზე ცოდნა)
** ინგლისური ენის ცოდნა (C1)
** პროექტის მართვის პრინციპების საბაზისო დონეზე ცოდნა
** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბიზნესის, მარკეტინგის ან კვლევების მიმართულებით

რა უნარები დაგეხმარება ანალიტიკოსის სამუშაოს საუკეთესოდ შესრულებაში?

** ანალიტიკური აზროვნება
** ეფექტური კომუნიკაციის (წერითი / ზეპირი) უნარი
** თვითორგანიზებულობა და პასუხისმგებლიანობა
** ემოციების მართვის უნარი
** მჭიდრო დედლაინებში, პრიორიტეტების სწრაფი ცვლისა და მულტი-ფუნქციურობის რეჟიმში მუშაობის უნარი
** გუნდში ეფექტიანად მუშაობის უნარი

სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის #8

ეისითი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც 2002 წელს დაარსდა საქართველოში და ფარავს დსთ-ს ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპას ოფისებით საქართველოში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში. პროფესიონალთა გუნდი ეისითის ყველაზე ღირებული აქტივია. ACT კვლევით და საკონსულტაციო სფეროში ყველაზე დიდი დამსაქმებელია: დღეს ეისითიში 100-მდე მუდმივი და 700-მდე პროექტული თანამშრომელი მუშაობს.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.act-global.com

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნე შენი რეზიუმე 2021 წლის 7 მაისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: hr@act-global.com მეილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |