www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი
მომწოდებელი: თიბისი ბანკი
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / განცხადების ვადა: 11 მაისი

თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერის პოზიციაზე.

ვაკანსიის კოდი: VC5709
ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო
მოქმედების ვადა: 11.05.2021
კატეგორია: სხვა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

სამუშაოს აღწერა:

თიბისი ბანკის ეჯაილ (Agile) გუნდში ვეძებთ ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერს, რომელიც იმუშავებს ავტომატური ტესტების შექმნასა და განვითარებაზე

ვის ვეძებთ:

** თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული;
** გაქვს C#, Java ან სხვა პროგრამირების ენის ცოდნა და გამოცდილება;
** გაქვს ვებ სერვისებთან (SOAP, REST), XML-თან (XML/XSD, XSLT/XPath) მუშაობის გამოცდილება;
** გაქვს რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია Microsoft SQL Server);
** გიყვარს პრობლემების იდენტიფიცირება და ახალი გადაწყვეტების შექმნა;
** გაქვს ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;
** გაქვს სიახლეების სწრაფად ათვისების და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად;

რას გააკეთებ?

** ჩაერთვები ავტომატური ტესტების დეველოპმენტში Open Source ინსტრუმენტების გამოყენებით;
** Devops ინსტრუმენტების გამოყენებით უზრუნველყოფ ავტომატური ტესტების ჩართვას continuous integration პროცესში;
** შეიტან ცვლილებებს არსებულ იმპლემენტაციებში;
** ჩაერთვები Performance ტესტირების პროცესში და გასცემ რეკომენდაციებს სისტემის სანდოობასა და მასშტაბირებადობაზე;
** ეჯაილ გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებ ბიზნეს მოთხოვნების და ამოცანების ანალიზში;
** მონაწილეობას მიიღებ გუნდის საერთო რესურსების, ბიბლიოთეკების, დეველოპმენტის პრინციპებისა და მიდგომების განვითარებაში;

სასურველია:

** იცნობდე Selenium Webdriver / Selenide ინსტრუმენტებს;
** გქონდეს ვერსიის კონტროლთან მუშაობის გამოცდილება (Git, TFS);
** გქონდეს Devops ინსტრუმენტთან მუშაობის გამოცდილება;

რას გთავაზობთ:

** მყუდრო სამუშაო გარემოს;
** დამოუკიდებელ და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
** კომპეტენციის მუდმივ ზრდას ტრენინგებით და სემინარებით.

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "თიბისი ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 27 27 27 *1998.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი
განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს http://career.tbcbank.ge/Job/5709



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |