www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფეხით მოსიარულე კურიერი
მომწოდებელი: საჭირომანია
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / განცხადების ვადა: 26 მაისი

შპს "საჭირომანია" - ჩვენი კომპანია, სულ 3 წელია, რაც საქართველოში არსებულ ონლაინ მაღაზიათა რიგებს შეუერთდა. ამ მოკლე ხანში შევძელით თქვენი, ანუ ჩვენი მომხმარებლების დიდი ნდობა და სიყვარული დაგვემსახურებინა.

ჩვენ, კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში ვცდილობთ საინტერესო, განსხვავებული და საჭირო პროდუქცია მოვიძიოთ და შემოგთავაზოთ საუკეთესო ფასად. ჩვენთვის პრიორიტეტულია გვქონდეს მაღალი სტანდარტის მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით, ხელმისაწვდომი ფასები და გვყავდეს მუდმივად კმაყოფილი მომხმარებელი. აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს გუნდის შერჩევა და დატრენინგება.

ვაკანსია: ფეხით მოსიარულე კურიერი

სქესი: არ აქვს მნიშვნელობა
ასაკი: 16-დან 25 წლამდე

პირობები:

** დღეში მაქსიმუმ 5 სამუშაო საათი; 14:00-19:00 ან 15:00-20:00;
6 სამუშაო დღე კვირაში;
** შვებულება საქართველოს შრომითი კოდექსის შესაბამისად;
** მოქნილი გრაფიკი;
** სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის გრაფიკის შეთავსების შესაძლებლობა;
** დაწინაურების და ხელფასის ზრდის პერსპექტივა;
** ახალგაზრდა და მეგობრული გუნდი.

ძირითადი მოვალეობა: შეკვეთების დარიგება, წინასწარ დაგეგმილი მარშრუტით მეტროსადგურებთან

მოთხოვნები:

** თავაზიანობა
** სასიამოვნო გარეგნობა
** პოზიტივი
** ხალისი
** ბუნებრივი ღიმილი

ვეძებთ კადრს, რომელიც არ იმუშავებს მხოლოდ ხელფასის გამო და ექნება მოტივაცია პიროვნული და კარიერული განვითარების

ანაზღაურება: თვეში 300 ლარი ფიქსირებული პირველი თვე, 350 ლარი მეორე თვე და 400 ლარი მესამე თვიდან.

ჩვენი Facebook გვერდი: https://www.facebook.com/needmania/
ჩვენი საიტი: https://www.sm.ge/

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: needmania@gmail.com. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოგზავნილი CV არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |