www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტ-დიზაინერი
მომწოდებელი: გალერეა რუმ დიზაინი
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / განცხადების ვადა: 26 მაისი

გალერეა რუმ დიზაინი - კონცეპტუალური, მულტიბრენდული შოურუმი, სადაც წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული ბრენდების ინტერიერის მოსაწყობი და მოსაპირკეთებელი მასალების მრავალფეროვანი არჩევანი. ჩვენთან თითოეული მომხმარებელი იღებს პერსონალურ მომსახურებას კვალიფიციური კონსულტანტ-დიზაინერისგან.

აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტ-დიზაინერის თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტის ეფექტური, თავაზიანი მომსახურება;
** ინტერიერის დიზაინ-პროექტების მასალების შერჩევა და უშუალო მუშაობა კლიენტებთან.
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში.
** ობიექტებზე ვიზიტი, დათვალიერება და გაცნობა, შესათავაზებელი პროდუქციის გეგმების აწყობა და შესაბამისი მასალების შეთავაზება მომხმარებელთა გემოვნების გათვალისწინებით.
** ორიენტირებულობა მაღაზიაში რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული უნარები:

** გამართული მეტყველების უნარი
** კომუნიკაციის კარგი უნარი
** განათლება ინტერიერის დიზაინის მიმართულებით
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილების ქონა; მინიმუმ 2-3 წელი
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი, მომხმარებლებთან სანდო, საქმიანი და პროფესიონალური ურთიერთობების ჩამოყალიბება, ეფექტური, თავაზიანი მომსახურება შესაბამისი კორპორატიული შინაგანაწესის გათვალისწინებით;
** სასაუბრო რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა
** სამოტივაციო წერილი;

პიროვნული უნარები:

** სასიამოვნო, დახვეწილი სტილის ქალბატონი ან მამაკაცი;
** შემოქმედებითი აზროვნება;
** ინიციატივიანი;
** გუნდურად მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელური;
** ცვალებად გარემოში სწრაფად და მარტივად ადაპტაცია;
** მოტივირებული და ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობის მქონე დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;

დამატებითი ინფორმაცია:

** ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული ხელფასით, ასევე ბონუს სისტემებით.
** სამუშაო დრო: ორშაბათი-შაბათი 10:00-19:00 საათი.

შერჩევის პროცესი ჩატარდება 2 ეტაპად:

** გასაუბრება
** მიცემული დავალების შესრულება

ჩვენ გთავაზობთ:

** უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ ტრეინინგ კურსებს და მივლინებებს ევროპის სხვადასხვა წამყვან ქვეყნებში;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** მზარდ ანაზღაურებას.
** სასიამოვნო და კომფორტულ სამუშაო გარემოს.

დამატებითი პირობები: გამოსაცდელი ვადა 1 - 3 თვემდე (ანაზღაურებადი)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმეები ელექტრონულ მისამართზე - ფოტოსურათით და სამოტივაციო წერილით: vacancy@roomdesign.ge და სათაურის ველში გთხოვთ აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: კონსულტანტ-დიზაინერი.

ფოტოსურათის და ვაკანსიის დასახელების გარეშე გამოგზავნილი CV-ები არ განიხილება.

ვებ-გვერდი: http://www.roomdesign.ge | https://www.instagram.com/roomdesigngallery/?hl=pt

Facebook გვერდი: https://www.facebook.com/roomdesign.ge/

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |