www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება
მომწოდებელი: ტოიოტა ცენტრი თეგეტა
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / განცხადების ვადა: 26 მაისი

ტოიოტა ცენტრი თეგეტა აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას .

ვაკანსიის კოდი: TGM0001024
ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაკე, უნივერსიტეტის ქუჩა N6
მოქმედების ვადა: 26.05.2021
კატეგორია: გაყიდვების შემდგომი მომსახურების დეპარტამენტში (სერვისი)
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სტაჟიორი

ძირითადი მოთხოვნები:

განათლება: ხარისხი: დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ბაკალავრი

ენები:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი
** ინგლისური - კარგი

უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა.

დამატებითი მოთხოვნები

** სასურველია საავტომობილო სფეროს სამოყვარულო დონეზე ცოდნა;
** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** MS Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

სამუშაოს აღწერა:

** საავტომობილო მექანიზმების/სისტემების ძირითადი მიმართულებებისა და სათადარიგო ნაწილების კატალოგების შესწავლა;
** ტოიოტას მომსახურების სტანდარტების სრულყოფილად შესწავლა;
** SAP პროგრამაში მუშაობის შესწავლა;
** კომპანიაში შემოსული მომხმარებლების დახვედრა და მათი საჭიროებების განსაზღვრა;
** მომხმარებელთათვის კონსულტაციის გაწევა სათადარიგო ნაწილებთან და ავტომობილის სერვისთან დაკავშირებით;
** მომხმარებლისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება ჩასატარებელ სამუშაოებსა და ფასებზე და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** ტექნიკურ გუნდთან კომუნიკაცია და სერვისში შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და ვადების კონტროლი;
** სამუშაოების პროგრესის შესახებ მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაცია;
** მონაცემთა ბაზების წარმოება, პროგრამული გატარებების უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/1024



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |