www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დისტრიბუტორი
მომწოდებელი: მზიური
გამოქვეყნდა: 4 მაისი / განცხადების ვადა: 4 ივნისი

საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, კიმბერლი კლარკი) დისტრიბუტორს საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ბათუმში დისტრიბუტორის თანამდებობაზე.

კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს:

** ფიქსირებულ 250 ლარს +
** გადატვირთვებთან მიბმულ ანაზღაურებას

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1წელი გამოცდილება;
** მართვის მოწმობა B, კატეგორია;
** ბათუმის ქუჩების კარგად ცოდნა;
** ქონებით უზრუნველყოფა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურობა;
** დოკუმენტებთან მუშაობის სრულყოფილი უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

მოვალეობები:

** მოახდინოს საწყობიდან შეკვეთილი პროდუქციის ჩატვირთვის კონტროლი;
** უზრუნველყოს შეკვეთილი პროდუქციის უსაფრთხო და დროული მიწოდება სავაჭრო ობიექტისთვის;
** ყოველდღიურად წარადგინოს ანგარიში, ჩატარებული სამუშაოს შესახებ და ასევე აწარმოოს დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს ამსახველი ტაბელი;
** უზრუნველყოს პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული თანხის სრული და დროული შეტანა კომპანიის სალაროში.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: l.khavtasi@mail.ru.

შენიშვნა: დასახელებაში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება და რეგიონი, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |