www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი ინჟინერი
მომწოდებელი: გრავიტა
გამოქვეყნდა: 4 მაისი / განცხადების ვადა: 4 ივნისი

შპს "გრავიტა" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 5 წელი;
** განათლება: ხარისხი - ბაკალავრი, მაგისტრ; სფერო - სამოქალაქო სამრეწველო განათლება;
** ენების ცოდნა: ქართული - ძალიან კარგი; რუსული - კარგი; ინგლისური - კარგი.

უნარები:

** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ლოგიკური აზროვნების უნარი.

დამატებითი მოთხოვნები:

** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, Outlook);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სამშენებლო პროექტის წაკითხვის/გარჩევის გამოცდილება და უნარები.

სამუშაოს აღწერა:

** აღმასრულებელ დირექტორთან ერთად არჩევს პროექტის პერსონალს;
** ადგენს პროექტის კალენდარულ გრაფიკს;
** ადგენს შესყიდვების გრაფიკს შესყიდვების მენეჯერთან ერთად;
** ადასტურებს პროექტის მზაობას სამშენებლო პროცესში გადასასვლელად;
** ახორციელებს პროექტების პერიოდულ რევიზირებას, (როგორც ნახაზების ასევე საბიუჯეტო ნაწილში);
** პასუხისმგებელია სრულიად სამშენებლო პროცესების გამართულობაზე;
** პასუხისმგებელია სამუშოების ხარისხიანად შესრულებაზე;
** პასუხისმგებელია სამუშაოების დაგეგმილ დროში შესრულებაზე;
** აკორდინირებს საიტ მენეჯერების მუშაობას;
** აკორექტირებს გრაფიკს ყოველკვირეულად;
** ამზადებს ყოველკვირეულ პროგრეს მოხსენებას;
** პასუხისმგებელია ობიექტებზე და ყველა საველე ფორმების და მოხსენებების არსებობაზე;
** ადასტურებს შესყიდვებს, და გადახდის მოთხოვნებს;
** პასუხისმგებელია საპროექტო შეკითხვების და შეუსაბამობების აღმოჩენასა და აღმოფხვრაზე;
** ამზადებს თანხის გადახდის მოთხოვნას ქვეკონტრაქტორებისთვის ან მუშახელისთვის და წარუდგენს დირექტორს დადასტურებისთვის;
** პასუხისმგებელია შენობის პასპორტის დოკუმენტაციის შექმნაზე;
** ჩართულობა დაქვემდებარებული თანამშრომლების სამუშაო პროცესის გაწერაში;
** კონტროლი დაქვემდებარებული თანამშრომლების შესასრულებელი სამუშაოს პროცესის;
** სამშენებლო სამუშაოების დადგენილ ვადებში და დადგენილი მოცულობით დასრულების უზრუნველყოფა;
** პროექტის ზედამხედველობა; დაინტერესებულ მხარეებთან რეგულარული კომუნიკაცია.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@gravita.ge და მიუთითოთ ვაკანსია - "მთავარი ინჟინერი".

გაცნობებთ, რომ გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "გრავიტას" მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |