www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: Georgian Automobile Club
გამოქვეყნდა: 4 მაისი / განცხადების ვადა: 4 ივნისი

"GAC" - რომლის პროფილსაც წარმოადგენს ავტომობილები და მათი მომსახურება, აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ფუნქცია/მოვალეობები:

** შემოსული ზარების მიღება და ზარის შინაარსიდან გამომდინარე, შესაბამისი რეაგირება;
** პრობლემის დროული და ოპერატიული იდენტიფიცირება;
** შემოსული ზარების შესახებ ყოველდღიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** მომხმარებელთა მომსახურება კომპეტენციის ფარგლებში;
** ელექტრონული ფოსტის მართვა;
** კლიენტის პრობლემებზე დროული რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში და საჭიროების შემთხვევაში სწორად გადამისამართება;
** პერიოდულად გამავალი ზარების განხორციელება;
** საჭიროების შემთხვევაში და კომპეტენციის ფარგლებში კომპანიის ოფიციალურ გვერდზე შემოსულ კითხვებზე პასუხის გაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია ქოლ-ცენტრის ოპერატორად მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** გამართულად მეტყველების და აზრის გადაცემის უნარი, სტრესულ გარემოში სწრაფად რეაგირების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული, ყურადღებიანი;
** ავტომობილის კარგად ცოდნა;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება ავტო ტექ. მომსახურების მიმართულებით.

ანაზღაურება: 600 ლარი

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@gac.ge.

გთხოვთ საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |