www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ქართველი
გამოქვეყნდა: 4 მაისი / განცხადების ვადა: 30 მაისი

ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია "ქართველი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა:

** საოფისე საქმის წარმოება და ოფისის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** სატელეფონო ზარების, კორესპონდენციისა და დოკუმენტაციის მართვა;
** სტუმრების მიღება, დახვედრა და გამასპინძლება;
** ოფისის უზრუნველყოფა საკანცელარიო, სამზარეულო და სხვა აუცილებელი ინვენტარით;
** საოფისე საქმიანობიდან გამომდინარე პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობა;
** საჭიროებისამებრ ავიაბილეთებისა და სასტუმროების დაჯავშნა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ფლობა. (გასაუბრება ჩატარდება ორივე ენაზე + წერილობითი);
** საოფისე პროგრამების ფლობა;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება. შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** ეფექტური კომუნიკაცია, დროის მართვის უნარი.

უნარები:

** კომუნიკაბელური;
** მიზანდასახული;
** პრინციპული.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით მითითებულ ელფოსტაზე: hr@kartveli.com.ge და მიუთითოთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად (subject line-ში), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განაცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2021 წლის 30 მაისი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |