www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: გაბილდი
გამოქვეყნდა: 4 მაისი / განცხადების ვადა: 26 მაისი

ექსკლუზიური და გამორჩეული ხარისხის კარების ყველაზე მსხვილი მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანია "გაბილდი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების
კონსულტანტის
პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების/კონსულტაციის გაწევა, ინფორმაციის მიწოდება პროდუქციის მახასიათებლების შესახებ, პროდუქციის რეალიზაცია;
** კომპანიაში არსებული აქციების შეთავაზება მომხმარებლისთვის;
** მაღაზიაში არსებულ პროდუქციასა და ინვენტარზე პასუხისმგებლობა;
** კლიენტის მოთხოვნის ზუსტი გაგება და შესაბამისი პროდუქციის მიწოდება;
** ორგანიზაციის/გუნდის სხვა წევრებთან კოორდინირებული მუშაობა;
** ხელმძღვანელისგან მიღებული დავალების დროულად შესრულება;
** ორიენტირებულობა კომპანიაში რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები: 09:30-დან 19:00 საათამდე;
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი;
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: info@gabuild.ge.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |