www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IT მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა: 4 მაისი / განცხადების ვადა: 26 მაისი

"ევროპროდუქტი", როგორც იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია, საქართველოს ბაზარზე პირველად 2004 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს გაეცნო დაახლოებით 150-მდე ექსკლუზიური ბრენდის იმპორტით, მათ შორის Valio, Frico, Elpozo, Arla, Bayernland და სხვა. 2014 წლიდან, ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, შეექმნა საკუთარი, საცალო სავაჭრო ქსელი და ამრიგად, დღეისათვის საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 24 ბრენდული მარკეტი სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პრემიუმ ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად!

დამატებით, დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ კომპანიის ვებ-გვერდს შემდეგ მისამართზე: http://www.europroduct.ge

ვაკანსიის დასახელება: IT მხარდაჭერის სპეციალისტი

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპიუტერების აწყობა, შიდა ქსელის ტექნიკურად და პროგრამულად გამართვა;
** ოპერაციული სისტემების ინსტალაცია, კონფიგურაცია, დიაგნოსტიკა, პრობლემების გამოვლენა და აღმოფხვრა;
** ტექნიკური დახმარების დროული აღმოჩენა პერსონალისთვის;
** "ევროპროდუქტის" არსებული მაღაზიების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ტერმინალების, სალარო აპარატების, თერმული და ფისკალური აპარატების ტექნიკური მომსახურება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები;

** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ამ სფეროში;
** უმაღლესი განათლება კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** "აპექსის" პროგრამის ცოდნა (ტექნიკურ დონეზე);
** აუცილებელია კანდიდატს ჰქონდეს საკუთარი მსუბუქი ავტომობილი, (სამსახურისთვის საჭირო საწვავი ანაზღაურდება).

პიროვნული თვისებები;

** კომუნიკაბელური;
** მიზანდასახული;
** პასუხისმგებლიანი;
** ორგანიზებული;
** ენერგიული;
** პუნქტუალური;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა თქვენი CV გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@europroduct.ge

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |