www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Javascript დეველოპერი
მომწოდებელი: Logmind
გამოქვეყნდა: 4 მაისი / განცხადების ვადა: 27 ივნისი

ქართულ-შვეიცარული IT სტარტაპ კომპანია "Logmind" აცხადებს ვაკანსიას Javascript დეველოპერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ReactJS-ზე;
** ინგლისური ენის კარგად ცოდნა.

აუცილებელია:

** ReactJS-ის საფუძვლიანი ცოდნა;
** ReduxJS-თან მუშაობის გამოცდილება;
** Webpack-ის კონფიგებზე მუშაობის გამოცდილება;
** JavaScript-ის (ES6) მაღალ დონეზე ცოდნა;
** HTML5-ის და CSS3-ის (FlexBox, CSS Grid) კარგად ცოდნა;
** REST API-ისთან მუშაობის გამოცდილება;
** GIT ვერსიის და კოდის კონტროლის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (Github/Bitbucket).

სასურველია:

** TypeScript-ის ცოდნა;
** იუნით ტესტების წერის გამოცდილება;
** Redux-Saga-სთან მუშაობის გამოცდილება;
** LESS/SCSS/Styled Components/EmotionJS-ის ცოდნა;
** მონაცემთა დამუშავების და ვიზუალიზაციის სხვადასხვა მეთოდებთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** თავაზიანობა და გუნდური მუშაობა.

ჩვენთან მუშაობის უპირატესობები:

** კომპანიის დაფინანსებით სასერტიფიკატო პროგრამების გავლა და ტექნიკურ კონფერენციებზე დასწრების საშუალება;
** მეგობრული და პროფესიონალი გუნდი;
** ტექნიკური უნარების მუდმივად განვითარებისა და ახლის სწავლის შესაძლებლობა.

სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 42 საათი).

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV, თანდართული სარეკომენდაციო ან სამოტივაციო წერილებით, შემდეგ ელ-მისამართზე: jobs@logmind.com და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |