www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: იბერია რეფრეშმენტსი
გამოქვეყნდა: 4 მაისი / განცხადების ვადა: 1 ივნისი

"იბერია რეფრეშმენტსი", პეპსი-კოლას ბოთლერი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: საქართველო, თბილისი, ორხევი, თეთრი ხევი ჰესი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

კომპანიის შესახებ:

ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" არის პეპსიკოს ოფიციალური ბოთლერი საქართველოში და აქვს ექსკლუზიური უფლება აწარმოოს და დისტრიბუცია გაუწიოს უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელებს (Pepsi, 7UP, Mirinda, Aquafina) და "სნექებსის" კატეგორიას (Lays, Doritos, Cheetos, etc). ასევე, ახორციელებს Max Power-ის და ქართული ლიმონათების (Iberia) წარმოებას და დისტრიბუციას საქართველოში.

ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" ფუნქციონირებს 2001 წლიდან და ამჟამად არის კერძო საერთშორისო საინვესტიციო ჯგუფის "Revery Group" ის წევრი. კომპანიაში დასაქმებულია 400-მდე თანამშრომელი მთელი საქართველოს მასშტაბით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სასაწყობე ოპერაციების გამართვა მაქსიმალური ეფექტურობით, საწყობის თანამშრომლების მუდმივი დატრენინგება, მონიტორინგი და მათი საქმიანობის ორგანიზება საბოლოო მიზნით რომ მომხმარებელი იყოს კმაყოფილი;
** საოპერაციო მიზნების და საწყობის ეფექტურობის სტანდარტების განსაზღვრა, მონიტორინგი და მართვა;
** საწყობის თანამშრომლების/გუნდის გრაფიკების დაგეგმვა და მათი ყოველდღიური მეთვალყურეობა;
** სასაწყობე მეურნეობების განლაგების სტანდარტის ჩამოყალიბება და სივრცის ეფექტურად გამოყენების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის მოვლისა და შენახვის შესაბამისი სტანდარტების დაცვა;
** ინვენტარის კონტროლი-მართვა და მონაცემების აღრიცხვა/რეგისტრაციის უზრუნველყოფა შესაბამის სისტემაში;
** საწყობის გუნდის დატრენინგება (მუდმივი სწავლება) და მართვა, იმისათვის რომ გადაიჭრას ყოველდღიური საოპერაციო საკითხები და მიღწეულ იქნას მოკლე ვადიანი და გრძელვადიანი მიზნები;
** საწყობისათვის საჭირო ფინანსური და ადამიანური რესურსების განსაზღვრა და შემდგომ მათი ეფექტური კონტროლი;
** უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შენარჩუნება მუდმივად, სტანდარტების და პროცედურების რეგულარული განახლების და შესრულების გზით.

მოთხოვნილი კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ლოჯისტიკის/მიწოდების ჯაჭვის ან/და შესაბამისი მიმართულებით;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება სასაწყობე მეურნეობაში ლიდერულ პოზიციებზე, გუნდის მართვის გამოცდილებით;
** სასაწყობე პროცედურების, პოლიტიკისა და საერთაშორისო სტანდარტების სრულყოფილი ცოდნა;
** FMCG ინდუსტრიაში ან/და საწარმო - სადისტრიბუციო კომპანიაში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად;
** რეგულარული უკუკავშირის გაცემის პრაქტიკა;
** პრობლემის გადაჭრისა უნარები;
** ლიდერული თვისებები;
** ინგლისური ან/და რუსული ენის საფუძვლიანი ცოდნა;
** პრიორიტეტების სწორად გადანაწილების გამორჩეული უნარი;
** მაღალი კონცენტრაცია და დეტალებზე ორიენტირებული, კარგი ორგანიზაციული უნარები.

რეზიუმეების მიღების პროცედურები:

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი კანდიდატურა შეესაბამება საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელფოსტაზე: hr@pepsi.ge.
ელფოსტის სათაურის ველში (Subject), აუცილებლად, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "საწყობის მენეჯერი".

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 01 ივნისი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |