www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების ანალიტიკოსი
მომწოდებელი: დ&ლ სერვისი
გამოქვეყნდა: 4 მაისი / განცხადების ვადა: 4 ივნისი

შპს "დ&ლ სერვისი" შეიქმნა 2008 წელს და წარმოადგენს ცნობილი საერთაშორისო ბრენდების ერთ-ერთ მსხვილ დისტრიბუტორს კვებისა და საყოფაცხოვრებო ქიმიის სექტორში. დისტრიბუციასთან ერთად კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ლოგისტიკური სერვისის სრული სპექტრი.

შპს "დ&ლ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღმის მასივი, ბელიაშვილის ქ. #145

ჩვენ გთავაზობთ:

** თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად მუშაობას;
** საინტერესო ბიზნეს პროცესებში ჩართულობას;
** საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების შესაძლებლობას.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტების მომზადება გაყიდვების და ლოგისტიკის გუნდისთვის;
** ფასთა ფურცლის ფორმირებაში აქტიური ჩართულობა და ცვლილებების ასახვა საოპერაციო პროგრამაში;
** შემაჯამებელი რეპორტების და პრეზენტაციების მომზადება მენეჯმენტისთვის;
** გაყიდვების სტრუქტურის ანალიტიკა, ძლიერი და სუსტი მხარეების მათემატიკური გამოვლენა, ციფრებში ასახვა და საქმიანობის ეფექტურობის განსაზღვრა - ბრენდების და პროდუქტების დონეზე;
** პრომო აქტივობების პროგრამული ადმინისტრირება, შედეგების ანალიტიკა და ეფექტურობის განსაზღვრა/რეპორტინგი;
** პროცესების სისტემატიზაციაზე ზრუნვა;
** თანხის შემოდინების და დებიტორული დავალიანების რეპორტინგი;
** პარტნიორებთან შეთანხმებული და საოპერაციო პროგრამაში გაწერილი პირობების კონტროლი და მათი ზედმიწევნით ზუსტად შესრულების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება/განიხილებიან ბოლო კურსის სტუდენტებიც;
** მათემატიკის კარგ დონეზე ცოდნა;
** დახვეწილი ანალიტიკური აზროვნება და უნარები;
** Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით Excel, PowerPoint;
** სასურველია 1C ან მსგავს ERP პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
** სავალდებულოა ინგლისური ენის მინ. B2 - upper-intermediate დონეზე ცოდნა;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პრობლემების გადაჭრის უნარები;
** პრეზენტაციის მომზადებისა და წარდგენის უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტის მისამართზე: hr@dls.ge.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |