www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გამყიდველ-კონსულტანტი
მომწოდებელი: ზოოსითი
გამოქვეყნდა: 24 მაისი / განცხადების ვადა: 24 ივნისი

ზოომაღაზიათა ქსელი "ზოოსითი" აცხადებს ვაკანსიას გამყიდველ-კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლის საჭიროებისა და ინტერესების მიხედვით შესაბამისი მომსახურების გაწევა;
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია, პროდუქციის შეთავაზება, აგრეთვე მაღაზიაში არსებული პროდუქციის შესახებ სიახლეების გაცნობა;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის განლაგების და ასორტიმენტის კონტროლი სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით ( ვადების შემოწმება, გაყიდული პროდუქციის შემდგომ თაროების შევსება/მოწესრიგება);
** მაღაზიაში წესრიგის, სისუფთავის და კეთილგანწყობილი გარემოს უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უცხო ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული (ელემენტარულ დონე);
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სავალდებულოა);
** ვეტერინარული განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
** უმაღლესი განათლება (სასურველია);

აუცილებელი უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოწესრიგებული;
** ენერგიული და ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი;

კონკურსის ფორმა: გასაუბრება;

ანაზღაურება: საწყისი 350 ლარი, ზოომაღაზიაში გამოცდილების შემთხვევაში ტესტირების შედეგად საწყისი 500 ლარი;
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 ან 11:00 - 20:00;
სამუშაო დღეების რაოდენობა: 6 დღე;
ასაკი: 25 წლიდან;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე nini.bebia@zoocity.ge

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |