www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ვიდეო კონტენტის შემქმნელი
მომწოდებელი: მეგატექნიკა
გამოქვეყნდა: 28 მაისი / განცხადების ვადა: 27 ივნისი

მეგატექნიკა უკვე 25 წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოში საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის ბაზარზე.

მეგატექნიკას ქსელი 20-მდე ფილიალს და 100მდე პარტნიორ მაღაზიას მოიცავს, ასევე ტექნიკის ონლაინ მაღაზიას, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს ტექნიკის შეძენა სახლიდან გაუსვლელად მთელი საქართველოს მაშტაბით შეუძლია. მეგატექნიკა ოფიციალური და ექსკლუზიური პარტნიორია არაერთი მსხვილი ბრენდის, ისეთი როგორიცაა სამსუნგი, ეფლი, ჰაისენსი, ზიმფერი, ელექტროლუქსი, ფილიპსი, ეისერი და სხვა.

მეგატექნიკა განვითარებაზე, ზრდაზე ორიენტირებული კომპანიაა და აქ დაგხვდებათ მეგობრული გარემო და კონკურენტუნარიანი ანაზღაურება.

მეგატექნიკა აცხადებს ვაკანსიას ვიდეო კონტენტის შემქმნელის თანამდებობაზე, მარკეტინგის დეპარტამენტში.

ძირითადი მოვალეობები:

** ვიდეოსთვის ტექსტის მომზადება
** ვიდეო რევიუში მონაწილეობის მიღება (გადაღება/მონტაჟს შეასრულებს გადამღები ჯგუფი)
** მინი ვიდეოების მომზადება სოციალური ქსელებისთვის
** სხვადასხვა ტიპის ფოტო/ვიდეოების მომზადების უზრუნველყოფა

ძირითადი მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება
** სასიამოვნო/სახასიათო გარეგნობა
** პოზიტიური განწყობა
** საყოფაცხოვრებო და/ან ციფრული ტექნიკის ცოდნა (სასურველია)
** ტექნიკასთან მეგობრული ურთიერთობა
** სოციალურ ქსელებში აქტიური ტრენდების გამოყენების უნარი

გამოცხადებული ვაკანსია გულისხმობს ნახევარ განაკვეთს და დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას. ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად marketing@megatechnica.ge -ზე, დანიშნულებაში მიუთითეთ : ვიდეო კონტენტის შემქმნელი. სასურველია, CV -სთან ერთად გამოაგზავნოთ რაიმე ვიდეო, სადაც იქნება ნაჩვენები თქვენი საუბარი.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |