www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება ფარმაცევტულ კომპანიაში
მომწოდებელი: SmartPharm
გამოქვეყნდა: 28 მაისი / განცხადების ვადა: 28 ივნისი

"Smartpharm" ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც დაფუძნებულია 2011 წელს და ეწევა ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტსა და დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია ორიენტირებულია სტაბილურ განვითარებაზე, ფარმაცევტული პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდასა და სამომხმარებლო სერვისების გაუმჯობესებაზე. "SmartPharm" იმპორტს ახორციელებს ევროპის თითქმის ყველა ქვეყნიდან: ლიტვა, ლატვია, ბულგარეთი, რუმინეთი, ჩეხეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, უნგრეთი და სხვა, ასევე წარმატებით თანამშრომლობს CIS ქვეყნებთან, როგორიცაა რუსეთი, უკრაინა, ინდოეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, უზბეკეთი. კომპანია წარმოადგენს მსოფლიო ფარმაცევტულ ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი მწარმოებელი კომპანიების: Zeta Farmaceutici - იტალია, Aldo Union - ესპანეთი, Beta Laboratorios - არგენტინა, Glenmark Pharmaceuticals - ინდოეთი, Adipharm -ბულგარეთი, ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში. დღეის მდგომარეობით "SmartPharm" მთელი საქართველოს მასშტაბით 800-მდე აფთიაქთან, მსხვილ ფარმაცევტულ ბაზებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობს და ერთ-ერთი ძლიერი დამსაქმებელია ფარმაცევტულ ბაზარზე კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების თვალსაზრისით.

კომპანია "Smartpharm" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას საერთაშორისო შესყიდვების მიმართულებით.

სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაო განაკვეთი: სრული.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის შესყიდვების დეპარტამენტის საქმიანობაში ჩართულობა;
** საერთაშორისო ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქტების მოძიების პროცესში იმპორტის მენეჯერის დახმარება;
** ლოჯისტიკასთან და ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურების საორგანიზაციო საკითხებში ჩართულობა;
** ფარმაცევტული პროდუქტების საწყობებში არსებული მარაგების და ნაშთების კონტროლის პროცესში ჩართულობა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ადმინისტრირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სტუდენტი (სასურველია ფარმაცევტული ან ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით MS Excel);
** ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

უნარები/პიროვნული თვისებები:

** კარგი კომუნიკაციის უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.

"Smartpharm" გაძლევთ შესაძლებლობას, გაიაროთ ანაზღაურებადი სტაჟირება ახალგაზრდა, კრეატიული და დინამიური კადრებით დაკომპლექტებულ გუნდში, რომლებიც ფლობენ გამოცდილებას ფარმაცევტული და ჯანდაცვის სერვისების მიმართულებით. ორგანიზაცია ზრუნავს და ხელს უწყობს თანამშრომელთა კარიერულ განვითარებას. კომპანია თანამშრომლებს უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევით.

შერჩევა მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

** CV-ის (რეზიუმე) გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ.ფოსტაზე: hr@smartpharm.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სტაჟირება - საერთაშორისო შესყიდვების მიმართულებით".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

"Smartpharm" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |