www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი ბუღალტერის თანაშემწე-ოპერატორი
მომწოდებელი: კრიალა
გამოქვეყნდა: 28 მაისი / განცხადების ვადა: 28 ივნისი

საწარმო შპს "კრიალა" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტერის თანაშემწე-ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ეკონომიკური/ფინანსური/მათემატიკური განათლება
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (1с, ORIS)
** საოფისე პროგრამების ცოდნა, MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია წარმოების ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება.
** ბუღალტერის დამხმარედ მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველდღიური რეალიზაციის ზედნადებების ატვირთვა;
** რეალიზაციის პირველადი დოკუმენტაციის ორისში ატვირთვა;
** ნაღდი ფულის სალაროს მოძრაობა, სალარო აპარატები;
** მიღება-ჩაბარებების აქტების გაკონტროლება;
** წარმოების პროცესის ასახვისთვის საჭირო მონაცემების შეგროვება (მაკულატურის მოძრაობა, ქაღალდის რულონის მოძრაობა);

პიროვნული თვისებები:

** ყურადღებიანი დეტალების მიმართ
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** გუნდში მუშაობის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ქიზიყის ქ. 50.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@kriala.ge
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |