www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეპორტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: ევექსის ჰოსპიტლები
გამოქვეყნდა: 28 მაისი / განცხადების ვადა: 28 ივნისი

"ევექსის ჰოსპიტლები" აცხადებს რეპორტინგის სპეციალისტის ვაკანსიას HR დეპარტამენტში .

"ევექსის ჰოსპიტლები" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი (ბელიაშვილის#142)
სამუშაო გრაფიკი: სრული, 8 საათიანი ხუთი სამუშაო დღე

ძირითადი მოვალეობები:

** დადგენილი ფორმით და პერიოდულობით ორგანიზაციის შესაბამისი მიმართულებების რეპორტების მომზადება/მომზადების უზრუნველყოფა და წარდგენა მენეჯერთან;
** რეპორტების ან სხვა ინფორმაციის საფუძველზე გამოსაკვლევი მიმართულებების ან დეტალების იდენტიფიცირება და სიღრმისეული ანალიზი.
** სტანდარტული და არასტანდარტული ანგარიშების დროული და ხარისხიანი მომზადება;
** სტანდარტული და არასტანდარტული რეპორტების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (პრიორიტეტულია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
** აუცილებელია Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია შესაბამისი მიმართულებით სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 1 წლისა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 11 ივნისი, 2021

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexhospitals.ge/ka/vacancy/reportingis-specialisti-hr-departamentshi/598

"ევექსის ჰოსპიტლები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |