www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: თაბორი რიზორთსი
გამოქვეყნდა: 28 მაისი / განცხადების ვადა: 28 ივნისი

შპს "თაბორი რიზორთსი" - საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის პროექტი - აცხადებს ვაკანსიას მებაღის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, შინდისის გზა, თაბორის ტერიტორია
განაკვეთი: სრული

http://gcfund.ge/en/gtdf/10/Paragraph-Golf-%26-Spa-Resort-Tabori-Hill

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ხელმძღვანელის მითითებით გოლფის მოედნის ტერიტორიაზე ხე-მცენარეების გასხვლა/ფორმირება (ხმელი, დაზიანებული ტოტების მოჭრა, ხმობადი და გამხმარი ხეების მოჭრა, ტერიტორიიდან გამოტანა და სპეციალურ ადგილას დროებით განთავსება);
** არსებული ხე-მცენარეების შეწამვლა;
** მცენარეების მოვლა/მორწყვა;
** ბალახის გათიბვა, დასუფთავება და სხვა მოვლითი სამუშაოები;
** მომიჯნავე ტერიტორიების მოვლა-პატრონობა: ხის ზედმეტი ტოტების მოჭრა, დაზიანებული ტერიტორიების შეკეთება, მოედნის ნიშნულების შეცვლა, მოედნის მორწყვა და საჭირო სასუქის/ქიმიკატების ტერიტორიაზე შეტანა;
** საირიგაციო სისტემების აპარატურისა და აღჭურვილობის მოვლა-პატრონობა;
** ტერიტორიის მავნებლებისაგან დაცვის ღონისძიებების გატარება და კონტროლი;
** წინასწარ გაწერილი გრაფიკით ტერიტორიის მოვლა;
** ნიადაგის ან რაიმე ინერტული მასალისაგან წარმოქმნილი ბორცვების გაშლა;
** სამუშაო პროცესისთვის საჭირო ტვირთის/ნივთების გადაადგილება;
** კვალიფიკაციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა ტექნიკური სამუშაოების შესრულება;
** უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

საჭირო კვალიფიკაცია & უნარები:

** პროფესიული ან აკადემიური განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** ქიმიკატების და სასუქების გამოყენების ცოდნა;
** სასურველია საირიგაციო სისტემებში სამუშაო გამოცდილება;
** ქართული ენის ცოდნა; რადგანაც გოლფის მოედნის ტექნიკური მენეჯერი ექსპატია, ინსტრუქციების გასაგებად სასურველია ინგლისურ ენაზე საუბარი. სასურველია რუსული ენის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV hr@gtdf.ge არა უგვიანეს 2021 წლის 28 ივნისისა. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |