www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სესხების მართვის სისტემის/LMS მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ალტა სოფთვეარი
გამოქვეყნდა: 28 მაისი / განცხადების ვადა: 28 ივნისი

შპს "ალტა სოფთვეარი" აცხადებს ვაკანსიას სესხების მართვის სისტემის (LMS) მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა:

შპს "ალტა სოფთვეარი" გთავაზობთ სტაბილურ, საინტერესო და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს. "ალტა სოფთვეარი" ქმნის პროგრამულ უზრუნველყოფას ფინანსური ინსტიტუტებისათვის 1998 წლიდან. სესხების მართვის სისტემის მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიცია მოიაზრებს შპს "ალტა სოფთვეარის" პროგრამული უზრუნველყოფის - LMS მხარდაჭერა/მომსახურებასთან დაკავშირებული ამოცანების გადაჭრას, კლიენტებთან ურთიერთობას, შემოსული საკითხებისა და ინციდენტების მართვას, კლიენტების ტრეინინგს, დოკუმენტაციის შედგენას, LMS არსებული საკითხებისა და მთლიანად ბილდის/ვერსისს/ფიქსის ტესტირებას, ცვლილებების ლოგის შექმნას, LMS პრეზენტაცია/დემონსტრაციას საჭიროების მიხედვით და პროგრამული უზრუნველყოფის სხვაგვარი მომსახურებას კომპეტენციის ფარგლებში.

სამსახურში მიღებიდან უმოკლეს ვადაში (მაქსიმუმ ერთი თვე) მხარდაჭერის ახალი თანამშრომელი უნდა ჩაერთოს რეალური ამოცანების განხორციელებაში.

კომპეტენციის ფარგლები:

** შემოსულ ამოცანებზე დროული რეაგირება, ანალიზი, გადანაწილება პასუხისმგებელ დეველოპერებზე, ამოცანის ავტორთან ურთიერთობა და ამოცანის დაზუსტება;
** კლიენტებისათვის კონსულტაციების გაწევა, პროგრამული უზრუნველყოფის დემონსტრირება, დაყენება და ახსნა;
** კლიენტებისათვის ტრეინინგის ჩატარება;
** პროგრამული უზრუნველყოფის ცვლილებების მართვა და განხორციელებული ცვლილებების შემოწმება/ტესტირება;
** შემოსულ ინციდენტებსა და შეკითხვებზე შესაბამისი პასუხის გაცემა.

საჭირო კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური განხრით);
** საბანკო / მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება, საბანკო პროდუქტების ზოგადი ცოდნა;
** Microsoft SQL ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** სასურველია "ალტა სოფთვეარის" პროგრამებთან, განსაკუთრებით LMS-თან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია JIRA, TFS-თან მუშაობის გამოცდილება;
** მისასალმებელია დამატებითი ენების (განსაკუთრებით რუსულის) ცოდნაც.

აუცილებელი უნარები:

** კომპანიაში არსებული სტანდარტების ადვილი ათვისება;
** სწრაფი აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაციისა და საქმიანი კორესპოდენციის წარმოების უნარი;
** კომპანიის კლიენტებთან თავაზიანი მოქცევა, მოთმინების გრძნობა;
** კეთილსინდისიერება და კონფიდენციალურობის დაცვა;
** ინდივიდუალური და დამოუკიდებელი მუშაობა;
** გუნდში მუშაობა და გამოცდილების გაზიარება.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV ფორმა და მოტივაციის წერილი შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@altasoft.ge 2021 წლის 20 ივნისამდე. ელექტრონული წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ანაზღაურების საკითხი განხილული იქნება გასაუბრებისას (ინტერვიუს სახით) და დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და უნარებზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (5 დღე/40 სთ კვირაში).

გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან ჩვენ მიერ შერჩეული კანდიდატები. გასაუბრების შემდეგ დაგიკავშირდებით, თუკი დადებითად გადაწყდება თქვენი სამსახურში აყვანის საკითხი.

კანდიდატი ამ განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე რეზიუმეს გაგზავნით აცხადებს თანხმობას, რომ მისი გადმოგზავნილი მონაცემები, მათ შორის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემები, დამუშავდეს და გადამოწმდეს პოზიციასთან მისი კვალიფიკაციის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გარდა ამისა, "ალტა სოფთვეარი" იტოვებს უფლებას, შეინახოს და დაამუშავოს აღნიშნული მონაცემები გადმოგზავნიდან ერთი წლის მანძილზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |