www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
მომწოდებელი: დრიმლენდ ოაზისი
გამოქვეყნდა: 28 მაისი / განცხადების ვადა: 27 ივნისი

"დრიმლენდ ოაზისი" წარმოადგენს შავი ზღვის სანაპიროს უმსხვილეს კომპლექსს.

კომპლექსი მოიცავს: პრემიუმ კლასის სასტუმროს, გართობისა და დასვენებისთვის განკუთვნილ სივრცეს და პრემიუმ სტანდარტების საცხოვრებელ კომპლექსს. 2013 წლიდან, ქართული ბაზრისთვის კურორტის განვითარების სრულიად ახალი ხედვა იქნა წარმოდგენილი, რომელიც მუდმივი განვითარების პროცესშია და მიჰყვება მომხმარებლის მზარდ მოთხოვნებს.

კომპლექსი მდებარეობს აჭარაში, კერძოდ ჩაქვში (ბათუმიდან 9კმ) და აერთიანებს 500+ თანამშრომელს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: დაბა ჩაქვი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის შრომის უსაფრთხოებისა და ტექნიკური უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა, განხორციელება, მართვა და კონტროლი;
** საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისად შრომის უსაფრთხოების მართვის დოკუმენტირებული სისტემის შექმნა და პერიოდული განახლება;
** საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკების შეფასება, საკონტროლო ღონისძიებების განსაზღვრა, დოკუმენტირება და პერიოდული გადახედვა პასუხისმგებელ პირებთან კოორდინირებით;
** დასაქმებულთათვის საჭირო ინსტრუქტაჟების შედგენა და გაცნობა;
** ინდივიდუალური დაცვის საშუალებების განსაზღვრა, დასაქმებულთა უზრუნველყოფა და კონტროლი მათ სწორად გამოყენებაზე;
** იმ ძირითადი მოთხოვნებისა და პრევენციული ღონისძიებების ზოგადი პრინციპების განსაზღვრა, რომლებიც უკავშირდება სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს, არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს, უბედური შემთხვევების, დასაქმებულთა სწავლებას, მათთვის ინფორმაციის მიწოდებასა და კონსულტაციის გაწევას;
** სამუშაო სივრცეში მომხდარი ინციდენტების აღრიცხვა, მოკვლევა, რეპორტინგი;
** პერსონალის პერიოდული სწავლება და გადამზადება შრომის უსაფრთხოების საკითხებში;
** ხელმძღვანელობის მხრიდან კომპეტენციის ფარგლებში მიღებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სავალდებულოა ჰქონდეს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტაცია;
** ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის და რეგლამენტის ცოდნა.

პიროვნული თვისებები

** ფორს-მაჟორული სიტუაციების მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** ორგანიზებული;
** ენერგიული;
** პუნქტუალური.

კონკურსის ეტაპები:

1. განაცხადების გადარჩევა
2. გასაუბრება.

საკონკურსო პირობები:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@hoteloasis.ge და სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "დრიმლენდ ოაზისი" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |