www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი/ამბასადორი
მომწოდებელი: ელიტ ელექტრონიქსი
გამოქვეყნდა: 1 ივნისი / განცხადების ვადა: 1 ივლისი

სს "ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით საქართველოს მასშტაბით "ელიტ ელექტრონიქსის" 17 მაღაზიას მოიცავს.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Gorenje).

სს "ელიტ ელექტრონიქსის" ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

პოზიციის დასახელება: "ელიტ ელექტრონიქსის" ამბასადორი
ადგილმდებარეობა: თბილისი, აგროჰაბი (დიღომი, ვაკე)

ფუნქცია/მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა დადგენილი სტანდარტების მიხედვით
** სექციაში არსებული პროდუქციის სწორი განლაგება და კონტროლი
** სექციაში პროდუქციის ფასმაჩვენებლების მოწესრიგება, პროგრამულ ფასთან შესაბამისობაში მოყვანა (ამობეჭდვა, განთავსება)
** სააქციო პროდუქციის ეფექტურად წარმოდგენა
** სექციაში არსებული მარაგების კონტროლი/აღწერა
** მოთხოვნადი პროდუქტების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქტის მოთხოვნის მენეჯერთან დაფიქსირება
** ახალი მოდელების შესწავლა
** გაყიდული პროდუქციის შემოწმება
** ნივთის გაფორმება, საგარანტიო ტალონის შევსება და მომხმარებლისთვის პირობების გაცნობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

უნარები და კომპეტენციები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** დარწმუნების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@ee.ge. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი სათაურის ველში.

დასაქმების ტიპი: სრული სამუშაო განაკვეთი, დროებითი
კონკურსის ფორმა: გასაუბრება, ტესტირება

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |