www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხორცის, თევზის და ნახევარფაბრიკატების საწარმოს თანამშრომელი
მომწოდებელი: კაფე-რესტორანი სტრადა
გამოქვეყნდა: 1 ივნისი / განცხადების ვადა: 1 ივლისი

რესტორნების ქსელი "სტრადა" აცხადებს ვაკანსიას ხორცის, თევზის და ნახევარფაბრიკატების საწარმოს თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო განაკვეთი: სრული.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ენერგიული;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** ფიზიკურად მუშაობის შესაძლებლობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ობიექტის მარაგით უზრუნველყოფა, შესაბამისი დროისა და სტანდარტების მიხედვით;
** ხორც-პროდუქტების, ბოსტნეულის, ნახევარ-ფაბრიკატების დამუშავება;
** მის პასუხისმგებლობაში არსებული პროდუქციის კალკულაციის დათვლა;
** ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
** საკვები პროდუქტების შენახვა და დამუშავება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@stradacafe.ge და სათაურის ველში "Subject" მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - "ხორცის, თევზის და ნახევარფაბრიკატების საწარმოს თანამშრომელი", წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება კანდიდატურის განხილვა.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |