www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: სტენდერსი
გამოქვეყნდა: 1 ივნისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

კოსმეტიკური ბრენდი "Stenders"-ი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

მისამართი: რუსთაველის 2/4, სავაჭრო ცენტრი "გალერია თბილისი".

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება, შესაძლებელია კანდიდატი იყოს სტუდენტიც
** ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა.
** სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან მომსახურების სფეროში.

პიროვნული თვისებები:

** გამართული მეტყველების და გადმოცემის უნარი.
** კომუნიკაბელური, თავაზიანი, ენერგიული.
** ორგანიზებული, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით.
** დამოუკიდებლად და გუნდური მუშაობის უნარი.
** პროფესიულ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული.
** სასიამოვნო გარეგნობა.
** ასაკი: 20-დან 40 წლამდე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა.
** მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
** მომსახურება კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით;
** პროდუქციის განლაგების კონტროლი და მერჩენდაიზინგი.

პირობები:

** სრული განაკვეთი
** ანაზღაურება: 500 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი გაყიდვების მიხედვით.
** კომპანია გთავაზობთ, სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს, განვითარების შესაძლებლობას. სტაჟის მატებასთან ერთად გათვალისწინებულია სარგებლის ზრდა.

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათით, მისამართზე: geostenders@gmail.com (ფოტოსურათის გარეშე კანდიდატურა არ განიხილება)

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 30 ივნისი.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |