www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: კონტეინერი
გამოქვეყნდა: 1 ივნისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

"კონტეინერი" საქართველოს ბაზარზე როგორც ბრენდი, წარმოდგენილია აუთლეტ- ჰიპერმარკეტის სახით. კონტეინერი ორიენტირებულია სწრაფ განვითარებასა და სავაჭრო ნიშნის პოპულარიზაციაზე, რაც ძირითადად განპირობებულია სავაჭრო სივრცეში ამერიკული და ევროპული პარტნიორი ბრენდების მაღალხარისხიანი აუთლეტ პროდუქციის წარმოდგენით.

ამ ეტაპზე კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

გრაფიკი: მოძრავი.
ანაზღაურება: 600 ლარი.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N36.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღალ კვალიფიცირებული და სრულყოფილი კონსულტაცია მომხმარებლების პროდუქციის შერჩევისას, მოთხოვნების დადგენა და შესაბამისი საჭირო პროდუქციის შერჩევა;
** მომხმარებლების პროფესიული კონსულტირება სხვადასხვა ბრენდის პროდუქციის შესახებ;
** გაყიდვებთან დაკავშირებულ, სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობა;
** საწყობიდან დარბაზში პროდუქციის გატანა და ჯგუფების მიხედვით სექციებში განლაგება;
** დარბაზში არსებული პროდუქციის რაოდენობებისა და ფასმაჩვენებლების მუდმივი კონტროლი;
** დაქვემდებარებაში არსებული სექციების მოწესრიგება, პროდუქციის დადგენილი წესის დაცვით განლაგება, სისუფთავის კონტროლი.
** რეალიზაციის გაზრდაზე ზრუნვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სრული/არასრული განათლება;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საცალო ვაჭრობის სფეროში;
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** ინგლისური და რუსული ენების მომხმარებლებთან სასაუბრო დონეზე ფლობა;
** საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ფლობა;

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის სწორად გადანაწილების უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** აქტიურობა, სწრაფად რეაგირების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი

ჩვენ გთავაზობთ პროფესიონალი გუნდით დაკომპლექტებულ ჯანსაღ სამუშაო გარემოს, სადაც გექნებათ პროფესიული ზრდის პერსპექტივა და ასევე სხვადასხვა ტიპის ბენეფიტები.

კანდიდატები გაივლიან შერჩევის 2 ეტაპს:

რეზიუმეების გადარჩევა; ინდივიდუალური გასაუბრება.

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ შესაბამის მოთხოვნებს, დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@doki.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადა არის 2021 წლის 30 ივნისი.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |