www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: Allain Afflelou
გამოქვეყნდა: 1 ივნისი / განცხადების ვადა: 1 ივლისი

Allain Afflelou-ეს არის ფრანგული ლიდერი ოპტიკური მაღაზიათა ქსელი, რომელსაც 42 წლიანი გამოცდილება აქვს ოპტიკურ ბიზნესში და მსოფლიოს 19 ქვეყანაში 1418 მაღაზიითაა წარმოდგენილი. მე-20 ქვეყანაში - საქართველოში პირველ "აფლელუ პარიზი "-ს მაღაზია მიმდინარე წლის ივნისში გაიხსნება და მომხმარებელს სრულ ოპტიკურ მომსახურებას შესთავაზებს.

ამჟამად "აფლელუ პარიზი "-ს მაღაზია აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის / ასორტიმენტის სრულყოფილი ცოდნა;
** მომხმარებლის საჭიროების დადგენა და შესაბამისი მომსახურების გაწევა კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** სალარო აპარატთან მუშაობა და რეალიზაციის პროგრამული ასახვა;
** პროდუქციის მოწესრიგება და მათი განთავსება კომპანიის სტანდარტების გათვალისწინებით;

ძირითადი მოთხოვნები:

** რუსული და/ან ინგლისური ენების ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გამართული მეტყველების უნარი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება

უნარ-ჩვევები:

** სიახლეების ათვისების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** დამაჯერებლობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარეობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;

დაინტერესებული პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gepha.com და საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს "გეფა"-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |