www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: ინსტა
გამოქვეყნდა: 1 ივნისი / განცხადების ვადა: 28 ივნისი

"ინსტა" ერთ-ერთი წამყვანი ქართული ელექტრო საინჟინრო/საპროექტო კომპანიაა, რომელიც 23 წელია წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პროფილია ელექტრო, სატელეკომუნიკაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების პროექტირება და მონტაჟი, ასევე შენობის და ინდუსტრიული ავტომატიზაციის სისტემის შემუშავება და შესრულება. "ინსტას" მრავალრიცხოვან კლიენტებს შორის არიან ისეთი კომპანიები და ბრენდები როგორიცაა - ფოთის საზღვაო ნავსადგური (APM ტერმინალი), M2, თეგეტა მოტორსი, საქართველოს ბანკი, წყალი მარგებელი, REZID Holding GmbH (King David Residence), სასტუმროები - Crown Plaza, Moxy, Ramada. ჩვენ გაგვაჩნია საკუთარი წარმოება, ლოჯისტიკური ცენტრი და სასაწყობე ტერიტორია, სადაც წარმოდგენილია 8000-მდე დასახელების პროდუქტი. "ინსტა"-ს თანამშრომლები ტრენინგებს გადიან ისეთ კომპანიებში, როგორიცაა: Siemens, Phoenix Contact, Lapp Kabel, Jung, Eaton, Festo და სხვა. ჩვენთან შესაძლებელია გაეცნოთ საქართველოში არსებულ უმსხვილეს კომპანიებთან და საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილებას.

"ინსტა"-ს გაყიდვების დეპარტამენტი ეძებს გუნდის ახალ წევრებს, რომლებიც დაიკავებენ გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციას.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის მოთხოვნების ანალიზი და შესაბამისი პროდუქტების შეთავაზება, მიწოდების უზრუნველყოფა;
** მომხმარებლის საჭიროებების დადგენა;
** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია (შეხვედრები, პრეზენტაციები და ა.შ.);
** ახალი მომხმარებლების მოძიება და არსებულ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნებაზე ზრუნვა;
** პროდუქციის ვიზუალური, მისი თვისობრივი მახასიათებლების და მიზნობრივი სეგმენტის შესწავლა;
** პროდუქციის სწორად პოზიციონირება ბაზრის კონკრეტულ სეგმენტზე;
** კლიენტისთვის სიახლეების შეთავაზება;
** გაყიდვების გეგმის შესრულება;
** გაყიდვების შემდგომი სერვისის კოორდინაცია;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
** ბაზრის შესწავლა და ინფორმაციის შეგროვება;
** მომხმარებლებთან ხელშეკრულების პირობების შეთანხმება;
** ხელშეკრულების შედგენა ხელმძღვანელთან ერთად და გადახდის პირობების შესრულებაზე კონტროლი;
** CRM პროგრამასთან მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის დონეზე, სასურველია რუსული ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel), სასურველია PowerPoint-ში მუშაობის გამოცდილება.

კომპანია "ინსტა" გთავაზობთ კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას, მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს, ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს და კორპორატიულ ნომერს.
ანაზღაურება: ფიქსირებულ ხელფასს + ეფექტური საბონუსე სისტემა
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@insta.ge

კონკურსში მონაწილეობის ბოლო ვადაა 2021 წლის 28 ივნისი.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება!

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.insta.ge

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |