www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: G&A Group
გამოქვეყნდა: 1 ივნისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

შპს "G&A Group"-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს გაყინული ხორც პროდუქტების იმპორტს და "რერა"-ს ნახევარ ფაბრიკატების წარმოება - დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე.

შპს "G&A Group" აცხადებს ვაკანსიას თბილისში, შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** უცხოელ და ადგილობრივ მომწოდებლებთან ურთიერთობა;
** მომწოდებლების ბაზრის კვლევა და ალტერნატიული შემოთავაზებების მოძიება;
** მომწოდებლებთან მოლაპარაკების წარმოება;
** მომსახურების ხარისხის კონტროლი მომწოდებელი ორგანიზაციის მხრიდან;
** მომწოდებლებთან სხვადასხვა პროდუქტის და მომსახურების ფასების რეგულირება და კონტროლი;
** შესყიდვების განხორციელება და კონტროლი;
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** მომწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება და განვითარება;
** დანახარჯების კონტროლი მაქსიმალური ეფექტიანობის მისაღწევად;
** ბაზარზე არსებული შესასყიდი პროდუქციის ტექნიკური და ხარისხობრივი შესწავლა;
** შესასყიდი პროდუქციის შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით ბაზრის მოკვლევა;
** შესყიდვებთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ანგარიშების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

** უმაღლესი განათლება;
** უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ან რუსული) B2 დონეზე (კარგი წერილობითი უნარებით);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word და Outlook, განსაკუთრებით, Excel-მაღალ დონეზე) ცოდნა;
** სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
** ანალიტიკურად აზროვნება;
** ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი.
** 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესყიდვებისა მიმართულებით;
** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** არგუმენტირებული მსჯელობის უნარი;
** ორგანიზების და დაგეგმვის უნარი.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@gagroup.com.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "G&A Group"-ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "G&A Group"-მა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "G&A Group"-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@gagroup.com.ge

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "G&A Group"-ისთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს G&A Group"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს "G&A Group"-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |