www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შიდა დაცვის თანამშრომელი
მომწოდებელი: ხეჩინაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა
გამოქვეყნდა: 1 ივნისი / განცხადების ვადა: 1 ივლისი

შპს. ს.ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა აცხადებს ვაკანსიას შიდა დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.

რაოდენობა: 3

სამუშაო აღწერა:

1. თავდგომების ნაკადის კონტროლი, მკურნალი ექიმის მიერ წინასწარ მოწოდებული სიის მიხედვით;
2. კონსულტაციაზე ან სხვა პროცედურაზე მიმავალი პაციენტისათვის, შესაბამისი ანგარიშსწორების დამადასტურებელი ქვითრის მოთხოვნა;
3. პაციენტების თანმხლებთა კონტროლი. (პაციენტს შეიძლება თან ახლდეს, მხოლოდ ერთი პიროვნება).
4. პაციენტების რიგის კონტროლი;
5. შიდა და გარე პერიმეტრის ინსპექტირება;
6. კლინიკის თანამშრომლებთან კოორდინირებულად მუშაობა
5. სამსახურის უფროსთან შეთანხმებული სქემის შესაბამისად დღე-ღამის განმავლობაში ობიექტების შემოვლა-შემოწმებაზე განახორციელონ კონტროლი;
6. სამსახურის უფროსის ან მისი მოადგილის მითითებით პირად შემადგენლობას ჩაუტარონ შესაბამისი სწავლებები დაკისრებული ფუნქციების უკეთ შესრულების მიზნით;
7. კლინიკის პარკირების თანამშრომლებთან კოორდინირებული მუშაობა;
8. მოახდინონ მცველების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევის ფაქტების აღმოჩენა-გამოსწორება;
9. მორიგეობის გრაფიკის შედგენა.
10. არსებობის შემთხვევაში სახანძრო სიგნალიზაციის პულტის კონტროლი.
11. წყლის და შუქის გათიშვის შემთხვევაში, ადმინისტრაციული უზრუნველყოფის და ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის მორიგე სპეციალისტის ინფორმირება.
12. ვიდეო კამერის კონტროლი და მართვა.
13. შიდა დაცვის თანამშრომლების საქმიანობის კონტროლი და მონიტორინგი;
14. დეპარტამენტის ხელმძღვანელის სხვა ცალკეული დავალებების შესრულება;

ძირითადი მოთხოვნა:

** კომუნიკაბელურობა;
** პასუხიმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** საზოგადოების შინაგანაწესით და სამსახურებში დადგენილი წესით მუშაობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

რეზიუმეს მიღება იწარმოებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: hrkhechinashvili@gmail.com და თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, ასევე შეგიძლიათ მობრძანდეთ კლინიკაში შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი ჭავჭავაძის ქუჩა N.33.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |