www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: გრანდ ელექტრონიქსი
გამოქვეყნდა: 1 ივნისი / განცხადების ვადა: 1 ივლისი

ტექნიკის მაღაზიათა ქსელი Grand Electronics აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიაში მყოფი დაქვემდებარებული თანამშრომლების სრული კონტროლი, მათ განვითარებასა და მოტივაციის გაზრდაზე მუდმივი ზრუნვა და მათთვის მისაღები სამუშაო პირობების უზრუნველყოფა;
** მაღაზიაში ტექნიკის განლაგების, დახლების, ფას-მაჩვენებლების, ინვენტარის, დანადგარებისა და სხვა ტექნიკური მხარის სრულად კონტროლი;
** სრული საფინანსო კონტროლი, ნაღდი და უნაღდო ფულადი მიმოცვლის მონიტორინგი;
** მომხმარებელთა მომსახურების არსებული სტანდარტების სრულად დაცვა
** მაღაზიაში მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა
** მომხმარებლებთან და თანამშრომლებთან ურთიერთობისას ეთიკური და ზნეობრივი ნორმების დაცვა
** სასაქონლო-მატერიალური მარაგების სისტემატური აღრიცხვა და კონტროლი
** მაღაზიის პერიმეტრსა და დარბაზში სისუფთავისა და წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მათემატიკური აზროვნების უნარი
** მართვის/ ხელმძღვანელობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ გარემოსა და გუნდს, სადაც შეძლებთ მუდმივ განვითარებასა და პიროვნულ რეალიზაციას;
** თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

ვაკასიით დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად ელ-მისამართზე: hr@grandel.ge და გთხოვთ, სათაურის ველში ( Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოსული განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |