www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: მედკაპიტალი
გამოქვეყნდა: 1 ივნისი / განცხადების ვადა: 1 ივლისი

კლინიკა მედკაპიტალი აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგის მიმართულებით კანდიდატების მოზიდვა, შერჩევა და ტრენინგების ორგანიზება.
** კომპანიის მარკეტინგული გეგმის შემუშავება და განხორციელება.
** მიმდინარე საჭიროებების შეფასება და შესაბამისი ღონისძიებების დანერგვა.
** მარკეტინგული კვლევებისა და ანალიზის განხორციელება, მათ შორის, კონკურენტული ანალიზის წარმოება.
** მედიასთან კომუნიკაცია.
** მარკეტინგის და გაყიდვების შესახებ ინფორმაციის კოორდინაცია და მათთან შესაბამისი ქმედებების განხორციელება.
** მარკეტინგული კამპანიებისა და სტრატეგიების დაგეგმვა, განხორციელება და კორექტირება საჭიროების მიხედვით.
** კორპორატიული ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების და/ან კომუნიკაციების მენეჯმენტის მიმართულებით, სამედიცინო განათლება სასურველია;
** მარკეტინგის და/ან გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** საქმისა და დროის სწორად განაწილების უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებისადმი ყურადღება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV), გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: office@medcap.ge 2021 წლის 01 ივლისის ჩათვლით. სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთაღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

იმ შემთხვევაში, თუ გამოცხადებული ვაკანსიის დასრულების თარიღიდან 2 (ორი) კვირის ვადაში, კანდიდატთან არ მოხდა მედკაპიტალის მიერ დაკავშირება, ჩაითვლება, რომ უარი ეთქვა კონკრეტული ვაკანტური თანამდებობის დაკავებაზე.

მედკაპიტალი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |