www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: Allain Afflelou
გამოქვეყნდა: 1 ივნისი / განცხადების ვადა: 1 ივლისი

Allain Afflelou-ეს არის ფრანგული ოპტიკური მაღაზიათა ქსელი, რომელსაც 45 წლიანი გამოცდილება აქვს ოპტიკურ ბიზნესში და მსოფლიოს 20 ქვეყანაში 1418 მაღაზიითაა წარმოდგენილი.
საქართველოში პირველ "აფლელუ პარიზი "-ს მაღაზია მიმდინარე წლის ივნისში გაიხსნება და მომხმარებელს სრულ ოპტიკურ მომსახურებას შესთავაზებს.

ამჟამად "აფლელუ პარიზი "-ს მაღაზია აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** მაღაზიაში არსებული პროდუქციის კონტროლი და შესაბამისი მატერიალური პასუხისმგებლობა;
** მაღაზიის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებულ თანამშრომელთა ეფექტური მართვა;
** სამუშაო გუნდისთვის ყოველთვიური მიზნების დასახვა და შესრულების კონტროლი;
** მომხმარებლის მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა კომპანიის სტანდარტის შესაბამისად;
** ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა;
** სავაჭრო პროცესების მართვა - დადგენილი შინაგანაწესის მიხედვით;
** ყოველდღიური სალარო ოპერაციების კონტროლი;
** მაღაზიის დარბაზის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოწყობა;
** გაყიდვების ანალიზი კომპეტენციის ფარგლებში;
** კომპანიის დამტკიცებული შინაგანაწესის დაცვა;
** ფილიალის თვის / წლის გეგმის მიღწევის ორგანიზება;

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდის მართვის/ხელმძღვანელობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** გაყიდვების სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა

დაინტერესებული პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gepha.com და საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს "გეფა"-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |