www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების და კონტენტის მენეჯერი - სტაჟირება
მომწოდებელი: Bizon.ge
გამოქვეყნდა: 1 ივნისი / განცხადების ვადა: 1 ივლისი

"Bizon.ge" წარმოადგენს საიტს, სადაც მომხმარებელს შეუძლია გასაყიდად ან გასაქირავებლად განათავსოს სხვადასხვა ტექნიკა, მანქანა-დანადგარები, სამრეწველო ქარხნები, სამედიცინო აპარატურა და სხვა ძირითადი საშუალებები, ვებგვერდის სხვა ვიზიტორებს კი შეუძლიათ მარტივად მოიძიონ და შეისყიდონ სასურველი აქტივი და მოიპოვონ დაფინანსება.

2019 წლის მაისში, "ბიზონი" გახდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს - GITA- თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მესამე ნაკადის გამარჯვებული და 100, 000 ლარიანი გრანტის მფლობელი. სტარტაპმა 2019 წლის აგვისტოში ასევე მოიზიდა კერძო ინვესტიცია.

შპს "ბიზონი" ეძებს სტაჟიორებს გაყიდვების და კონტენტის მენეჯერის პოზიციაზე.

საგამოცდო პერიოდი: 1 თვე- არაანაზღაურებადი
საგამოცდო პერიოდის წარმატების დასრულების შემდეგ-საუკეთესო დასაქმდება
ანაზღაურება: ცვლადი (300-500 ლარი)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით (დასაშვებია სტუდენტები);
** მონდომება და გამბედაობა.

შესასრულებელი სამუშაო:

** ბიზონის პლატფორმის შესაბამისი გაყიდვები: ლიზინგი, დაზღვევა, ტექნიკა და ა.შ.;
** კონტენტის განთავსება საიტზე: ტექნიკის და სხვადასხვა დანადგარების დასურათება, პლატფორმაზე განთავსება, კლიენტებთან კომუნიკაცია.

ბიზონში მუშაობით დააგროვებთ გამოცდილებას როგორც ციფრული პლატფორმის მართვაში, ასევე გაიცნობთ საინტერესო პროდუქტებს: ლიზინგს, დაზღვევას. გექნებათ შეხება საინტერესო ინდუსტრიების წარმომადგენელ კომპანიებთან. ბიზონის გუნდი მზადაა გაგიზიაროთ გამოცდილება ყველა ამ მიმართულებით და გაგაცნოთ B2B გარემოს საინტერესო დეტალები.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: info@bizon.ge.

გელით!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |