www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: სითიქომი
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 3 ივლისი

იცოდი ჩვენ შესახებ?!

კომპანია "Citycom" წარმატებული სტარტაპია, რომელიც ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს. ჩვენი უახლოესი მიზანია, წარმატებული სტარტაპი გარდავქმნათ წარმატებულ ორგანიზაციად. ამაში კი, შენი როლი გადამწყვეტი შეიძლება იყოს.

"Citycom" არის სადარბაზოს ელექტრონული საფულე, რომელიც საშუალებას აძლევს კორპუსის მაცხოვრებლებს ლიფტით მგზავრობით შემოსული თანხა დააგროვონ მათი სადარბაზოს პირად ანგარიშზე და მართონ ის თავისი მიზნების შესაბამისად, გამჭვირვალედ და უსაფრთხოდ. "სითიქომის" საბარათე სისტემის დამონტაჟებით კორპუსის მაცხოვრებელს აღარ უწევს ხურდის მუდმივი ძიება ლიფტით სარგებლობისთვის. ჩვენი ბარათის წამკითხველ მოწყობილობაზე ბარათის დაფიქსირებისას ისინი მგზავრობენ კომფორტულად.

ძალიან მაგარი იქნება თუ შენ:

** ხარ პროაქტიური, განვითარებაზე ორიენტირებული, თვითორგანიზებული. გიყვარს საუბარი და ყველასთან პოულობ საერთო ენას.
** შეგიძლია გაყიდო იდეა და ამ იდეის ირგვლივ შემოიკრიბო პოტენციური კლიენტები. გიყვარს გაყიდვები და საკუთარი შედეგების მუდმივი გაუმჯობესება, არ არსებობს შენთვის გადაულახავი გამოწვევები.

ჩვენ გეძებთ შენ გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.

რისი კეთება მოგიწევს?!

1. სატელეფონო გაყიდვების ნაწილში შენ:

** გაქვს პირდაპირი, მაღალი სტანდარტის სატელეფონო კომუნიკაცია პოტენციურ მომხმარებელთან, რომ გამოავლინო ჩვენი სერვისების საჭიროება და შესაბამისად გაყიდო ისინი;
** სისტემაში ამუშავებ მომხმარებლისგან მიღებულ ინფორმაციას შემდგომი ნაბიჯების დასაგეგმად;
** აქტიურად იყენებ გაყიდვების ტექნიკებს, რომ გაზარდო შენი გაყიდვების ეფექტურობა;
** სატელეფონო საუბრისას ავლენ დაბრკოლებებს და იღებ გაყიდვების პროცესის მართვისთვის ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს;
** შენი ჯგუფის ლიდერობით მართავ გაყიდვების სრულ ციკლს.

2. მომხმარებლებთან შეხვედრების დასაგეგმად:

აანალიზებს სატელეფონო კომუნიკაციისას გამოვლენილი საჭიროებებს, აორგანიზებ მომხმარებელთან შეხვედრას, მიდიხარ მასთან ადგილზე და აცნობ გასაყიდი მომსახურების ყველა მახასიათებელსა და უპირატესობას.

ბევრს არ ვითხოვთ, მთავარია გქონდეს:

** გამოცდილება პროაქტიურ გაყიდვებში
** მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაციის გამოცდილება
** ეფექტური მოლაპარაკებების მართვის გამოცდილება

თუ შენ ამ ტექსტის კითხვისას გაგეღიმა და საკუთარი თავი ამოიცანი. ასევე, გაგიჩნდა განცდა, რომ ეს ის საქმეა, რაც აქამდეც გიკეთებია და კიდევ უფრო მეტის კეთების საშუალებას გაძლევს, მაშინ, გამოგვიგზავნე შენი CV ელექტრონულ მისამართზე" hr@citycom.ge გამოგზავნისას გთხოვ, რომ სათაურის (Subject) ველში გადაიტანო ეს - "გაყიდვების წარმომადგენელი" დასახელება.

აქვე გაყენებ საქმის კურსში, რომ ჩვენს კომპანიაში შენი პერსონალური მონაცემების გადმოგზავნით ნებას გვრთავ, რომ შენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დავამუშავოთ, გავუზიაროთ მესამე პირ(ებ)საც და შევინახოთ ის კანონით განსაზღვრული ვადით. მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ დავადგინოთ შენი კანდიდატურის შესაბამისობა ჩვენ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიასთან.

მოგწონს რაც აქამდე წაიკითხე? მაშ, გამოგზავნე შენი CV!

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |