www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: Realtor.ge
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 4 ივლისი

უძრავი ქონების კომპანია "Realtor.ge", რომელიც 18 წლის განმავლობაში ლიდერია საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე, აცხადებს ვაკანსიას რეალტორის პოზიციაზე და გაძლევს შანსს, შეუერთდე ყველაზე ინოვატორულ და კრეატიულ ჯგუფს, გამოავლინო შენი უნარები, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის, ასევე გაყიდვების სფეროში.

ჩვენი გუნდი მზადაა გაგიზიაროს მრავალწლიანი გამოცდილება და იზრუნოს შენს, როგორც პიროვნულ, ასევე კარიერულ განვითარებაზე.

ჩვენ ვამკვიდრებთ ინოვაციურ და ექსპერტულ სტანდარტებს და ამ პროცესების თანამონაწილე შეგიძლია გახდე შენ!

ამასთანავე კომპანია გთავაზობს:

** თითოეული გარიგებიდან, საკომისიოს 20%-დან 40%-მდე
** უფასო მასტერკლასებს 2 კვირიდან 1 თვემდე ტრენინგის ფარგლებში, რომლის თეორიული ნაწილი და პრაქტიკული სავარჯიშოები მთლიანად ეფუძნება კომპანიის 18 წლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით შემუშავებულ უნიკალურ მასალებს.

ჩვენი ძირითადი მოთხოვნები კი შემდეგია:

** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** ასაკი: 25-დან 35 წლამდე;
** სქესი: მდედრობითი.

გაინტერესებს რა დაგევალება?

** ქალაქის ცენტრალურ უბნებში არსებული უძრავი ქონების პორტფოლიოს შექმნა/მონიტორინგი;
** მაღალბიუჯეტიან სეგმენტზე მუშაობა;
** უძრავი ქონების მფლობელებთან მოლაპარაკებების წარმოება.
** პოტენციურ კლიენტებთან კონსულტაციის ჩატარება
** შეხვედრების ორგანიზება და მართვა;
** მოლაპარაკებების წარმოება;
** გარიგებების წარმატებით დახურვა.

ჩვენ გაძლევთ საშუალებას განავითარო საკუთარი თავი, მართო საკუთარი შემოსავალი და მიაღწიო დასახულ მიზანს, იმაზე მოკლე ვადებში ვიდრე წარმოგედგინა!

დაგაინტერესე? მაშინ გადმოდი ბმულზე: https://www.realtor.ge/testireba/, შეავსე კითხვარი და დაელოდე ჩვენს ზარს, რომელიც შეცვლის შენც ცხოვრებას!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@realtor.ge ან ეწვიეთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდს: http://www.realtor.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |