www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დაფინანსებული გადამზადების პროგრამა დასაქმების პერსპექტივით
მომწოდებელი: PMAG
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 3 ივლისი

PMAG შესაფუთი მასალების კლასტერი, რომელიც მიზნად ისახავს შესაფუთი მასალების ინდუსტრიისა და მისი ინდივიდუალური წევრი კომპანიების დახმარებას, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში აცხადებს მიღებას შემდეგ ტრენინგ-კურსებზე: ა) საწარმოო ხაზების ოპერატორი და ბ) მანქანათა მექანიკა/მექატრონიკა.

შესაფუთი მასალების კლასტერი მიესალმება აღნიშნული ტრენინგებითა და სექტორში დასაქმებით დაინტერესებულ ახალგაზრდა კაცებს და ქალებს, რომლებსაც აქვთ სურვილი დაეუფლონ ახალ უნარებს, გაიღრმავონ საკუთარი ცოდნა და, წარმატებული სწავლის შემთხვევაში, დასაქმდენენ ეკონომიკის მზარდ სექტორში მოღვაწე კომპანიებში.

ტრენინგის მონაწილეთა შერჩევა მოხდება სამოტივაციო წერილის საფუძველზე, რომელშიც დაინტერესებულმა პირმა მოკლედ უნდა აღწეროს, თუ რატომ არის დაინტერესებული აღნიშნული ტრენინგის გავლით და რა გეგმები აქვს სამომავლოდ, აგრეთვე წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე.

დაინტერესებული პირი სამოტივაციო წერილთან ერთად უნდა წარმოადგინოს:

მოკლე რეზიუმე (ე.წ. CV ქართულ ენაზე)

გთხოვთ, გადმოაგზავნოთ ზემოაღნიშნული მასალები ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@pmag.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ თქვენს მიერ არჩეული კურსის სახელწოდება:

** საწარმოო ხაზების ოპერატორი

ან

** მანქანათა მექანიკოსი/მექატრონიკის ტექნიკოსი.

დამატებითი ინფორმაციისათვის, მოგვწერეთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: info@pmag.ge ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 555 466969

ორივე კურსის ღირებულებას სრულად დაფარავს PMAG შესაფუთი მასალების კლასტერი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში გამოყოფილი საგრანტო თანხით. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მოგეცემათ დასაქმების შესაძლებლობა PMAG კლასტერის წევრ კომპანიებში.

ტრენინგების დაწყების სავარაუდო თარიღია ივლისი/აგვისტო. შერჩეული მონაწილეები მიღებენ დეტალურ ინფორმაციას.

ა) საწარმოო ხაზების ოპერატორი

კურსის ხანგრძლივობა: 12 კვირა

კურსის ღირებულება: კურსის ღირებულებას სრულად დაფარავს შესაფუთი მასალების კლასტერი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში გამოყოფილი საგრანტო თანხით.

თქვენ გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების საუნივერსიტეტო ცენტრის თანამედროვე სასწავლო სტენდებით და მასალებით აღჭურვილ ლაბორატორიაში დაეუფლოთ ბაზარზე მოთხოვნად პროფესიას. საწარმოო ხაზების ოპერატორი უზრუნველყოფს წარმოების მანქანა-დანადგარების, საწარმოო ხაზების ეფექტურ ფუნქციონირებას დადგენილი ტექნოლოგიური სტანდარტების შესაბამისად და პასუხისმგებელია მის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხზე.

დაახლოებით 3-თვიანი კურსის წარმატებული დასრულების შემდეგ ტრენინგის მონაწილეს შეეძლება მანქანა-დანადგარების, აგრეთვე ავტომატიზირებული ხაზების გამართული და ხარისხიანი მუშაობის უზრუნველყოფა. კურსის ფარგლებში იგი გაეცნობა ჰიდრავლიკურ/ელექტროჰიდრავლიკურ და პნევმატიკური/ელექტროპნევმატიკურ ამოძრავებს და მათი მუშაობის პრინციპებს, აგრეთვე ზოგადად სამუშაო გარემოს მომზადებას, სამუშაო მასალების, მათ შორის წუნდებული მასალების აღრიცხვა და ა.შ. ტრენინგის ყველა მონაწილე გაეცნობა მანქანა-დანადგარებთან უსაფრთხოდ მუშაობის წესებს, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესებს და ა.შ.

ტრენინგის გავლის შემდეგ, შესაფუთი მასალების კლასტერში შემავალი კომპანიები (კლასტერის და მასში შემავალი კომპანიების შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად იხ. http://www.pmag.ge) განიხილავენ წარმატებული კურსდამთავრებულების დასაქმების შესაძლებლობას. კურსის გავლის ბოლოს ჩატარებული ტესტირების შედეგად გამოვლენილ წარმატებულ კურსდამთავრებულებთან დაინტერესებული კომპანიების წარმომადგენლები ჩაატარებენ ინდივიდუალურ გასაუბრებას. გარდა შეძენილი ცოდნისა და უნარებისა, ყურადღება მიექცევა ისეთ პიროვნულ თვისებებს, როგორიცაა:
მოტივაცია და პასუხისმგებლობის გრძნობა;
გუნდურად მუშაობის უნარი;
დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ბ) მანქანათა მექანიკოსი/მექატრონიკის ტექნიკოსი

კურსის ხანგრძლივობა: 24 კვირა

კურსის ღირებულება: კურსის ღირებულებას დაფარავს შესაფუთი მასალების კლასტერი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში გამოყოფილი საგრანტო თანხით

თქვენ გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების საუნივერსიტეტო ცენტრის თანამედროვე სასწავლო სტენდებით და მასალებით აღჭურვილ ლაბორატორიაში დაეუფლოთ ბაზარზე მოთხოვნად პროფესიას. მანქანათა მექანიკოსი/მექატრონიკის ტექნიკოსი უზრუნველყოფს წარმოების ყველა დარგისათვის სხვადასხვა ფუნქციონალური დანიშნულების მანქანა-დანადგარების, წარმოების ტექნოლოგიის განვითარებას, შენარჩუნებას და რემონტს.

დაახლოებით 6-თვიანი კურსის წარმატებული დასრულების შემდეგ ტრენინგის მონაწილეს შეეძლება მანქანების და მანქანათა სისტემების ავტომატიზებული, ელექტრომექანიკური, ელექტროჰიდრო და პნევმატიკურ ამძრავთა და მექატრონული სისტემების რეგულირება და მართვა; დამზადების ტექნოლოგიური პროცესების დაკავშირება; ზოგადი დანიშნულების დეტალებისა და კვანძების მუშაობის უნარიანობის ძირითადი კრიტერიუმების შერჩევა; ტექნოლოგიური პროცესების უსაფრთხოდ განხორციელების საკითხები. ამასთან ერთად ტრენინგის ყველა მონაწილე დეტალურად გაეცნობა მანქანა-დანადგარებთან უსაფრთხოდ მუშაობის წესებს, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესებს და ა.შ.

ტრენინგის გავლის შემდეგ, შესაფუთი მასალების კლასტერში შემავალი კომპანიები (კლასტერის და მასში შემავალი კომპანიების შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად იხ. http://www.pmag.ge) განიხილავენ წარმატებული კურსდამთავრებულების დასაქმების შესაძლებლობას. კურსის გავლის ბოლოს ჩატარებული ტესტირების შედეგად გამოვლენილ წარმატებულ კურსდამთავრებულებთან დაინტერესებული კომპანიების წარმომადგენლები ჩაატარებენ ინდივიდუალურ გასაუბრებას. გარდა შეძენილი ცოდნისა და უნარებისა, ყურადღება მიექცევა ისეთ პიროვნულ თვისებებს, როგორიცაა:

** მოტივაცია და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ორივე კურსის ღირებულებას სრულად დაფარავს PMAG შესაფუთი მასალების კლასტერი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში გამოყოფილი საგრანტო თანხით. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მოგეცემათ დასაქმების შესაძლებლობა PMAG კლასტერის წევრ კომპანიებში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |