www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამეურნეო მენეჯერი
მომწოდებელი: ავერსი
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები

** უმაღლესი ტექნიკური ან პროფესიული განათლება
** მუშაობის გამოცდილება შესაბამის სფეროში (სანტექნიკა, ელექტროობა, სადურგლო საქმე);
** სასურველია მართვის მოწმობის ფლობა(B კატეგორია)
** საკუთარი ავტომობილი
** ტექნიკური პრობლემების გადაჭრის უნარი
** დაკვირვებულობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა; პასუხისმგებლობის გრძნობა
** კრიტიკულ სიტუაციებში ორიენტაციის და გადაწყვეტილების მიღების უნარი.

მოვალეობები:

** არსებული ტექნიკისა და მოწყობილობების(კონდიციონერი, გენერატორი) მონტაჟი, ექსპლუატაციის წესები და შეკეთება.
** კარ-ფანჯრის შეკეთება საკეტის შეცვლა, მორგება.
** სარემონტო სამუშაოების ჩატარება.
** მოსაპირკეთებელი სამუშაოების ჩატარება.
** დაკისრებული მატერიალური ფასეულობების კონტროლი, ჩამოწერა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@aversi.ge ან დაგვიკავშირდით:

მისამართზე: თბილისი, ა. ყაზბეგის 16;
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1575);

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 30.06.2021. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |