www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობში მტვირთავი, ავტოკარის მძღოლი
მომწოდებელი: კაფელის სახლი
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 3 ივლისი

"კაფელის სახლი" აცხადებს ვაკანსიას საწყობში მტვირთავის და ავტოკარის მძღოლის პოზიციაზე.

კომპანიის საქმიანობა: კერამიკული ფილების, სანტექნიკური ნაწარმის იმპორტი და რეალიზაცია.

ანაზღაურება: ხელფასი 750 ლარი + ბონუსი 200-250 ლარი
სამუშაო ადგილი: საბურთალო, ქავთარაძის ქუჩა #28-30; მაღაზია "კაფელის სახლი"
სამუშაო საათები: 10:00-18:30 კვირაში ექვსი დღე

სამსახურებრივი მოვალეობა: საწყობში შემოსული საქონლის ჩამოტვირთვა, დატვირთვა, დასაწყობება და სხვა სახის სამუშაოების შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება: სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;
** ტვირთმცლელზე მუშაობის გამოცდილება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** რთულ სამუშაო გარემოში მობილიზების უნარი.

პიროვნული თვისებები: კომუნიკაბელურობა, ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი, დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

მიღებაზე განიხილება მხოლოდ მამაკაცების კანდიდატურა 20-დან 40 წლის ჩათვლით.

რეზიუმე - სავალდებულოა ქართულ ენაზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით და აუცილებლად მიუთითეთ აღნიშნული ვაკანსია ელფოსტაზე: cvceramichouse@yahoo.com.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |