www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკოსი
მომწოდებელი: Wendy`s Georgia
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

ვისოლ ჯგუფში შემავალი კომპანიები ვენდი`ს და დანკინ` აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** რესტორნებში არსებული ტექნიკის (ყავის აპარატების, ღუმელების, მაცივრების და სხვა) გამართული და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
** გათბობა-გაგრილების სისტემების კონტროლი;
** რესტორნის ელექტროობის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** მინიმალური სანტექნიკის სამუშაოები;
** ყავის აპარატებისა და ღუმელების დიაგნოსტიკა, შეკეთება, ტექნიკურად გამართვა.
** მუდმივი მონიტორინგი ყავის აპარატებისა და ღუმელების გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოფად;
** ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში დიაგნოსტიკა და პრობლემის დროული აღმოფხვრა;
** ხელმძღვანელის მიერ ყოველდღიური დავალებებისა და მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტექნიკურ სფეროში;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** გათბობა-გაგრილების სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

** დროის სწორად განაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა.
** ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილების შესაბამისად

ვაკანსიის სანახავად მიჰყევით ბმულს: http://hr.wissolgroup.ge/vacancy/vacancy_list
დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 06 45 45 ან გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე career@wendys.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 30 ივნისი 2021 წელი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |