www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: კოლექტივ დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 4 ივლისი

კოლექტივ დეველოპმენტი აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

** დაგეგმოს და კოორდინაცია გაუწიოს პროექტის ყოველდღიურ ოპერაციებს;
** ყოველდღიურად აწარმოოს პროექტის მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი;
** მართოს და აკონტროლოს პროექტის მსვლელობა და ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში გასცეს შესაბამისი მითითებები;
** აკონტროლოს პროექტის ვადები და უზუსტობის შემთხვევაში გასცეს მითითებები პროცესების დაჩქარების მიზნით;
** დადგენილი სტანდარტების მიხედვით გააკონტროლოს შესრულებული სამუშაოს ხარისხი და უზუსტობის შემთხვევაში გასცეს შესაბამისი მითითებები;
** ყოველდღიურად აკონტროლოს სამუშაო პროცესი, რათა ყველა შესრულებული სამუშაო თანხვედრაში იყოს პროექტის მიზნებთან;
** მოამზადოს ყოველთვიური პროგრეს რეპორტი;
** შეამოწმოს და დაადასტუროს ფორმა#2-ები;
** გაუწიოს მონიტორინგი პროექტის ბიუჯეტს და აკონტროლოს გადახარჯვები;
** საჭიროებიდან გამომდინარე აიღოს პროექტისთვის(ობიექტისთვის) საჭირო ნებართვები;
** აკონტროლოს კონტრაქტორების, სამუშაოთა მწარმოებლების და კონსულტანტების სახელშეკრულებო პირობების თანხვედრა მათ მიერ წარმართულ პროცესთან და პროექტის დამფინანსებლის მოთხოვნებთან;
** კრიტიკული სიტუაციების დროს იყოს ორგანიზებული და გაუთვალისწინებლობის თავიდან აცილების მიზნით დაგეგმოს ოპერატიული სამუშაოები;
** აწარმოოს მოლაპარაკებები კონტრაქტორებთან, სამუშაოთა მწარმოებლებთან და დაეხმაროს მათ შესასრულებელი სამუშაოს სწორად და დროულად წარმართვაში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:

** მსგავს პოზიციაზე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის და წარმოების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმეები: hr@collectivedv.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |