www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ბრეს საქართველო
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 3 ივლისი

"ბრეს საქართველო" აცხადებს ვაკანსიას პედიატრის თანამდებობაზე.

ვაკანტური ადგილი: 1
ადგილმდებარეობა: ქალაქი ჩხოროწყუ
მოქნილი გრაფიკი, კვირაში 2 ვიზიტი და საჭიროებისამებრ
ანაზღაურება: შეთანხმებით

მომსახურების აღწერა:

მცირე ზომის სპეციალიზებული ალტერნატიული ზრუნვა წარმოადგენს მზრუნველობამოკლებული მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან განვითარების და/ან ჯანმრთელობის მძიმე დარღვევების მქონე 0-18 წლის ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ ოჯახური ტიპის სპეციალიზებულ სადღეღამისო სააღმზრდელო მომსახურებას.

მცირე ზომის სპეციალიზებული ალტერნატიული ზრუნვის მიზანია უზრუნველყოს მზრუნველობამოკლებული მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან განვითარების და/ან ჯანმრთელობის მძიმე დარღვევების მქონე 0-18 წლის ასაკის ბავშვები ინდივიდუალურ საჭიროებებზე დაფუძნებული მოვლით, სპეციალიზებული ფსიქოსოციალური მომსახურებით და განვითარებისა და სოციალური ინკლუზიისთვის საჭირო შესაბამისი პირობებით. მომსახურება პასუხობს მრავლობითი დარღვევის მქონე ბავშვების საჭიროებებს და ეფუძნება ბენეფიციარის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ინტერესებს. მომსახურებას უზრუნველყოფენ მულტიდისციპლინური გუნდის სპეციალისტები (ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, პედიატრი და სხვა მოწვეული სპეციალისტები) და სპეციალურად მომზადებული აღმზრდელები. მომსახურება ბენეფიციარებისთვის ქმნის ოჯახთან მიახლოებულ გარემოს და ხელს უწყობს მათ სოციალურ ინკლუზიას.

კვალიფიკაცია და ცოდნა:

** აუცილებელი კვალიფიკაცია და ცოდნა: ბაკალავრის ან/და მაგისტრის (ან მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული) ხარისხი პედიატრიაში; ექიმის ლიცენზია; უწყვეტი განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატი; პედიატრად მუშაობის მინიმუმ ხუთწლიანი გამოცდილება უახლეს პერიოდში. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების განვითარების და მკურნალობის ცოდნა. საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრული ცოდნა - word, excel.
** სასურველი კვალიფიკაცია და ცოდნა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება, განვითარების პედიატრიის ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა.

უნარები:

** შეფასების და ანალიზის კარგი უნარი
** ორგანიზებულობა და ინიციატიურობა
** კომუნიკაციის და პრეზენტაციის კარგი უნარი
** გუნდური მუშაობა
** კრიტიკული აზროვნების და წერის კარგი უნარი
** დროის სწორი მენეჯმენტი.

ფუნქციები:

** მულტიდისციპლინური გუნდის და სხვა მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად მომსახურებაში განთავსებული ბენეფიციარების ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის ინდივიდუალური შეფასება და საჭიროებების განსაზღვრა
** მულტიდისციპლინური გუნდის და სხვა მოწვეულ სპეციალისტებთან, აღმზრდელებთან და სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურ მუშაკთან ერთად ბენეფიციარის ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შედგენა
** ბენეფიციარების ჯანმრთელობის საჭიროებიდან გამომდინარე მათი გადამისამართება შესაბამის სპეციალისტებთან
** ბენეფიციარების ფიზიკური განვითარების და ჯანმრთელობის რეგულარული მონიტორინგი და შესაბამისი ჩანაწერების გაკეთება
** სპეციალისტების მიერ ბენეფიციარისთვის დანიშნული მკურნალობის კურსის მონიტორინგი ექთან-აღმზრდელთან ერთად
** ბენეფიციარებისთვის საჭირო მედიკამენტების შეძენის და მიწოდების მონიტორინგი
** ბენეფიციარების ჯანმრთელობის საჭიროებიდან გამომდინარე სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობა
** მომსახურების მულტიდისციპლინური გუნდის სპეციალისტებისა და აღმზრდელების ტრენინგი დამხმარე სამედიცინო აღჭურვილობის/საშუალებების გამოყენების შესახებ
** მომსახურების ფარგლებში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის მონიტორინგი და რეკომენდაციების მიწოდება მენეჯმენტისა და აღმზრდელებისთვის
** მომსახურების ფარგლებში ინფექციური დაავადებების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ადმინისტრატორის და აღმზრდელებისთვის რეკომენდაციების მიწოდება.
** მომსახურების ფარგლებში ბენეფიციარების მენიუს შედგენა მათი ინდივიდუალური კვებითი საჭიროებების გათვალისწინებით
** მომსახურების ექთანი-აღმზრდელების და აღმზრდელებისთვის რეკომენდაციების მიწოდება და პროფესიული ზედამხედველობა ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით
ბენეფიციარების შემთხვევის კონფერენციის დაგეგმვა და მონაწილეობა
** მომსახურების ბენეფიციარებისთვის საჭირო სამედიცინო აღჭურვილობის შესახებ რეკომენდაციების მომზადება.

ანგარიშვალდებულება: პედიატრი ანგარიშვალდებულია მომსახურების ადმინისტრატორსა და ორგანიზაციის მენეჯმენტთან, ამზადებს და წარადგენს თავისი საქმიანობის ყოველთვიურ ანგარიშს და ითვალისწინებს მათ რეკომენდაციებს.

სამუშაო განრიგი: პედიატრის სამუშაო დრო და განრიგი განისაზღვრება ორგანიზაციის მენეჯმენტთან შეთანხმებით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: zh.babunashvili@gmail.com ან ZBabunashvili@breathcareforkids.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |