www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: 4Hospitals
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 3 ივლისი

კომპანია "4Hospitals" ეძებს მიზანდასახულ, რეზულტატზე ორიენტირებულ ადამიანებს, ვისთვისაც გაცილებით მნიშვნელოვანია თვითრეალიზაცია და შედეგებით სიამოვნების მიღება, ვიდრე წოდებები და სტატუსები.

ვეძებთ ისეთ თანაგუნდელებს, ვისაც აქვთ საკუთარი თავის რწმენა და ზუსტად იციან, რომ მათთვის არ არსებობს მიუღწეველი , რომ ყველაფერი მონდომებაზე და სწორად მიმართულ შრომაზეა დამოკიდებული.

ჩვენთვის საინტერესოა, მაგრამ არა გადამწყვეტი, თქვენი მრავალწლიანი გამოცდილება ან/და დიპლომი ან დიპლომის ფერი. მიგვაჩნია, რომ მთავარი ადამიანის შინაგანი მოტივაციაა, რაც მას ნამდვილად აძლევს ძალას, მიაღწიოს მწვერვალებს და მუდმივად წინ იაროს.

ასევე მნიშვნელოვანია, თუ კანდიდატს:

** აქვს გარკვეული ტიპის შეხება სამედიცინო სფეროსთან;
** ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს;
** ჰყავს საკუთარი ავტომობილი;

ამიტომ, შენ, ვისაც გაქვს ზემოთ ჩამოთვლილი თვისებები და უნარები, გელოდებით ჩვენთან, გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე, საინტერესო საქმის საკეთებლად, სადაც დაგხვდება:

** მეგობრული გარემო და შეკრული გუნდი;
** გაკეთებული საქმის ადეკვატური შეფასება;
** შესაბამისი უკუკავშირი და სამართლიანი დაჯილდოვების სისტემა;
** განვითარების და წინსვლის კარგი შესაძლებლობა;
** ინიციატივების მუდმივი განხილვა და წახალისება.

გთხოვ, გამოაგზავნო შენი რეზიუმე ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@4hs.ge. გთხოვ, Subject-ში მიუთითე პოზიციის დასახელება, რაზეც აგზავნი რეზიუმეს.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |