www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: გრავიტა
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 3 ივლისი

შპს "გრავიტა" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება: 5 წელი
** განათლება: ხარისხი: ბაკალავრი, მაგისტრი

ენების ცოდნა:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი
** ინგლისური - კარგი.

უნარები:

** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ლოგიკური აზროვნების უნარი

დამატებითი მოთხოვნები: კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, Outlook);

სამუშაოს აღწერა:

** სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა და მართვა;
** სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის მართვა;
** გუნდის მართვა, პროექტის ბიუჯეტის, სამუშაოს მოცულობის და სამუშაოების მიმდინარეობის გრაფიკის შემუშავების და დანერგვის მიზნით, ასევე ყველა დაგეგმილი ღონისძიების დადგენილ კალენდარული გრაფიკის ფარგლებში მიმდინარეობის უზრუნველყოფა;
** პროექტის ყველა მნიშვნელოვანი ფაზისათვის საჭირო ღონისძიების გაწერა, მათი შესრულებისათვის საჭირო ვადების დადგენა;
** შეთანხმებული საბიუჯეტო პარამეტრების მკაცრად დაცვის უზრუნველყოფა;
** თითოეული პროექტის ფარგლებში მიმდინარე რეპორტის მომზადება;
** სამშენებლო პროექტის ზედამხედველობა მისი დასაწყისიდან დასრულებამდე;
** ეფექტიანი კომუნიკაციის წარმოება სხვადასხვა საპროექტო ფაზის შესრულებაზე პასუხისმგებელ კონტრაქტორებთან;
** სამშენებლო პროექტის დამკვეთის მიერ პროექტის მიღება-ჩაბარების პროცესის მართვა;
** სამშენებლო პროექტში დაინტერესებულ პირებთან, მათ შორის დამკვეთთან, ქვე-კონტრაქტორებთან, და ა.შ. ურთიერთობების დამყარება, მათი პროექტში ჩართულობისა და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა; რეგულარულ შეხვედრებზე დასწრება და პროგრესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@gravita.ge და მიუთითოთ ვაკანსია - "პროექტის მენეჯერი".

გაცნობებთ, რომ გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "გრავიტას" მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |