www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სერვისის მენეჯერი
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 3 ივლისი

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

მდებარეობა: ქ. მცხეთა
სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება მითითებულ პოზიციაზე მინიმუმ 2 წელი;
** სამზარეულოს ორგანიზაციული სტრუქტურის და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** კვების სფეროში მიღებული განათლება ჩაითვლება უპირატესობად.

მოვალეობები:

** რესტორნის მუშაობის დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი;
** რესტორნის სერვისის ხარისხის კონტროლი;
** რესტორნის სწორი მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
** რესტორნის საქმისწარმოების ორგანიზება და კონტროლი;
** სტუმრების მიღება, გამასპინძლება;
** რესტორნის მომსახურების სტანდარტების ცოდნა და მათ განხორციელებაზე მუდმივი ზრუნვა;
** რესტორნისთვის საჭირო ყველა პროცესის მართვა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, დავალებების გონივრულად გადანაწილება და შესრულების ხარისხის კონტროლი;
** თანამშრომლებისთვის სათანადო მითითებების მიწოდება და/ან მათი ინსტრუქტაჟი, აღნიშნული მომსახურების გაუმჯობესების მიზნით;
** მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა რესტორანში დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** მარაგების კონტროლი
** ადმინისტრაციული პროცედურების დაცვა და განხორციელება;
** შრომის დაცვის წესების, უსაფრთხოების წესების, სანიტარული და ჰიგიენური ნორმატივების დაცვის მონიტორინგი;
** კვების ობიექტების მართვის სისტემისათვის საჭირო ყველა ფუნქციის ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Internet);

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** დახვეწილი მეტყველების უნარი და კომუნიკაბელურობა
** დროის მართვისა და სწორი პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მიზანმიმართულობა და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებულობა
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სერვისის მენეჯერი" რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |